ექსპერტები: რას მოიგებს რუსეთი ნატოში განხეთქილებით და მოიგებს თუ არა?

გამოწერა
რუსი ექსპერტები საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ნატოს ლონდონის სამიტსა და ალიანსში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები, რომელსაც, ემანუელ მაკრონის თქმით, „ტვინი მკვდარი აქვს“, სასიცოცხლო პრობლემებზე იმსჯელებენ. არავინ იცის, რამდენად მოხერხდება საზეიმო განწყობის შენარჩუნება ნატოს 70 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტზე, რომელიც ლონდონის ცენტრიდან 30 კილომეტრის დაშორებით ტარდება, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости, რომელიც ექსპერტებზე დაყრდნობით შეეცადა, გარკვეულიყო ვითარებაში. 

„მკვდარი ტვინი“ 70 წლის იუბილეზე 

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ჰარტფორდშირის საგრაფოს კურორტ The Grove-ს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში იკრიბებიან. მათ განკარგულებაშია საუკეთესო სპა-კომპლექსები, გოლფის მინდვრები და რესტორნები. თუმცა, დიდი ალბათობით, გართობის დრო მათ არ ექნებათ — ბევრი პრობლემაა დაგროვილი და მათი გადაჭრა თუ არა, მსჯელობა მაინც აუცილებელია.

„ევროპა უფსკრულის პირას დგას“, — ამბობდა მანამდე საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი. მისი თქმით, დროა ევროკავშირმა საკუთარი თავი აღიქვას არა მარტო როგორც ეკონომიკური, არამედ როგორც გეოპოლიტიკური ძალაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან „შესაძლოა კონტროლი დაკარგოს საკუთარ ბედზე“. 

ნატოს ალამი - Sputnik საქართველო
„ნატოს ზეწოლა“: საფრანგეთი ევროპული სამხედრო ინსტრუმენტის შექმნის მომხრეა

გარდა ამისა, მაკრონი დააეჭვა ნატოს წესდების მეხუთე მუხლმაც, რომლის თანახმადაც „ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ ან რამდენიმე მოკავშირე ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა მთელ ბლოკზე“. 70 წლის განმავლობაში ეს მუხლი ერთადერთხელ გამოიყენეს — როდესაც 2001 წელს აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა.  

მოკავშირეებმა მაკრონს ცხარე წინააღმდეგობა გაუწიეს და განაცხადეს, რომ ალიანსს სიცოცხლის უნარი არ დაუკარგავს, თუმცა ყველას ესმის, რომ პრობლემები საკმარისი რაოდენობითაა.

„სამიტი საიუბილეოა, მაგრამ ეს ვერ არბილებს სერიოზულ უთანხმოებებს. პირიქით, ისინი კიდევ უფრო გამწვავდა“, — განაცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან საუბრისას მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის პროფესორმა დმიტრი დანილოვმა.

იუბილეზე წარმოუდგენელი 

ბრიტანული გამოცემა The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაკრონმა ევროპის მთავარი ტრანსატლანტიკური პარტნიორი, აშშ გააკრიტიკა. მისი თქმით, ალიანსი მხოლოდ „უკანასკნელი ინსტანციის გარანტის“ წყალობით არსებობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, დონალდ ტრამპმა კინაღამ როგორ ჩაშალა გასულ წელს სამიტი, როცა პარტნიორები თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. მერე კი სულაც ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა.

ამერიკული მედია პენტაგონში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპი ალიანსის ბიუჯეტში შენატანების 22%-დან 16%-მდე შემცირებას აპირებს, ხოლო დაზოგილ თანხას საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე მიმართავს — რაც, სხვათა შორის, შეესაბამება ბლოკის ინტერესებს. 

ნატოს შტაბბინა ბრიუსელში, ბელგია - Sputnik საქართველო
სამხედრო ექსპერტი: რატომ არ უქმნის რუსეთი ნატოს საფრთხეს

და მაინც, მაკრონის სიტყვებით, ტრამპი აშშ-ის პირველი ლიდერია, რომელიც არ იზიარებს „ევროპული პროექტის“ იდეას; და ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა ევროპა ეწინააღმდეგება ჩინეთის აღმასვლას, რუსეთსა და თურქეთში ავტორიტარიზმისკენ შებრუნებასა და შიდა არასტაბილურობას. ეს ხუთი წლის წინ საერთოდ წარმოუდგენელი იყოო, ჩიოდა მაკრონი.

ერთიანობა სულ უფრო ხშირად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და ალიანსი, როგორც უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ორგანიზაცია, თანდათან კვდება“, — მიაჩნია პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ ნატალია ერიომინას.

„ერთი მხრივ, ნატო ნარჩუნდება როგორც ყველაზე მსხვილი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია მსოფლიოში. მაგრამ ორგანიზაციის შიგნით არაერთი სხვადასხვა ინტერესი იკვეთება. სანამ არსებობდა ერთმნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ვითარება, ორი იდეოლოგიური ბანაკის დაპირისპირება,  ალიანსი ერთიანი იყო, არ დგებოდა ფინანსური რესურსების საკითხი, არ იყოფოდა უფლებამოსილება, უპირობო ლიდერი იყო აშშ“, — ამბობს ექსპერტი.

თურქული ფაქტორი

სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა — ეს თურქეთია. ცეცხლზე ნავთი თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა დაასხა. მან ელისეს სასახლის პატრონს „შენობით“ მიმართა და ამასთან, ეჭვიც კი შეიტანა პარიზის მნიშვნელობაში ორგანიზაციისთვის.

„არ ვიცი, რა არის ნატოსთვის საფრანგეთი, მაგრამ თურქეთი ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაკრონმა ნატოს ტვინის გარდაცვალება გამოაცხადა. პატივცემულო მაკრონო, შენ ჯერ საკუთარი ტვინი შეამოწმე, იმიტომ რომ ასეთ სიტყვებს მხოლოდ ისინი ამბობენ, ვისი ტვინიც, შენ მსგავსად, მკვდარია“, — აღნიშნა ერდოღანმა.

როდესაც ნატოსადმი პრეტენზიებს გამოთქვამდა, მაკრონს მხედველობაში ჰქონდა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა და ვაშინგტონის მხრივ მოკავშირე ქურთების ფაქტობრივი მიტოვება. ეს ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებული არ ყოფილა და თურქული ჯარებისთვის შეტევის მაპროვოცირებლად იქცა სირიის ჩრდილოეთში. 

NASA-ს ასტრონავტის სკაფანდრი  - Sputnik საქართველო
დუმის დეპუტატი: ნატოს კოსმოსური გეგმები მსოფლიოს კატასტროფამდე მიიყვანს

ანკარამ მოკავშირეების მცდელობაზე პასუხად, წინააღმდეგობა გაეწიათ თურქული არმიის ქმედებებისთვის, განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს რუსეთისგან პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების დაცვის გეგმას მანამ, სანამ თურქეთს ქურთების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ. ხოლო რა აღშფოთება მოჰყვა ვაშინგტონში ამერიკული „პატრიოტების“ ნაცვლად რუსული С-400-ის შეძენას, ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი.

დმიტრი დანილოვის თქმით, თურქეთი ორგანიზაციის შიგნით უთანხმოებების მნიშვნელოვანი კვანძია.

„თურქებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ნატომ უნდა შეასრულოს თავისი დანიშნულება და უზრუნველყოს კოლექტიური თავდაცვა — ყველა მოკავშირის უსაფრთხოების გათვალისწინებით და არა მარტო აღმოსავლეთ ფლანგისა“, — ამბობს ის.

ანკარა მზადაა დაბლოკოს ალიანსის ძალისხმევა პოტენციალისა და აღმოსავლეთში ოპერატიული მოღვაწეობის განმტკიცებისთვის.

„ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან ა„ ბევრი პრობლემაა ჩაქსოვილი: რუსეთთან ურთიერთობებიც, ევროპა-აშშ-თურქეთის სამკუთხედიც და, პრინციპში, ნატოს სამხედრო დაგეგმარებაც — იმის გათვალისწინებით, რომ ანკარა შეუცვლელი პარტნიორია“, - განმარტა დანილოვმა და იქვე დაამატა, რომ ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეიძლება ამ კვანძის გაგლეჯა.

ჩინეთი, კოსმოსი და ტერორიზმი

მოსალოდნელია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები კოსმოსურ სივრცეს ახალ ოპერატიულ სფეროდ აღიარებენ. და ეს შეეხება არა მარტო სამხედრო-ტექნიკურ სფეროს. დანილოვის თქმით, კოსმოსური სისტემების უზრუნველმყოფელი ახლაც და მომავალშიც იქნება შეერთებული შტატები. 

ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი  - Sputnik საქართველო
ევროპას არ სურს წარსულის გამეორება: მაკრონმა პუტინს წერილი გაუგზავნა

ჩინეთის აღმასვლა სტრატეგიული საკითხია, რომელსაც ასევე ვერ დატოვებენ უყურადღებოდ. პეკინის პოზიციების გაძლიერება მსოფლიო არენაზე აღელვებს ნატოს ქვეყნებს. აშშ-მა ჩინეთი უსაფრთხოების მთავარი საშიშროებების სიაში შეიყვანა, ხოლო ევროკავშირმა ჩინეთი სტრატეგიულ და ეკონომიკურ მეტოქედ ცნო.

სამიტის წინ თავი შეგვახსენა საერთაშორისო ტერორიზმმაც. 29 ნოემბერსა ლონდონის ხიდზე, დანით შეიარაღებულმა ექსტრემისტმა კემბრიჯის ორი კურსდამთავრებული მოკლა. 28 წლის მკვლელი ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს, თუმცა ვადამდე გაათავისუფლეს ერთი წლის წინ.

ნატალია ერიომინას თქმით, ასეთი სერიოზულ საფრთხესთან საბრძოლველად გაერთიანებას მოსკოვთან იდეოლოგიური დაპირისპირება უშლის ხელს.

რუსეთი კვლავ საფრთხედ რჩება

„სწორედ რუსეთი უწევს ეფექტურ წინააღმდეგობას ისლამურ რადიკალიზმს, კერძოდ, სირიაში. ნებსით თუ უნებურად, საფრთხის მატარებელ ქვეყანასთან თანამშრომლობა გვიწევს“, — ამბობს ერიომინა, მაგრამ ნატოს იდეოლოგიური ჩარჩოები ამას ძალიან უშლის ხელს.

გარდა ამისა, თავად ბლოკიც უფრო ჭრელი გახდა. „ალიანსში შევიდნენ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები — თავიანთი ისტორიული გამოცდილებით, რაც ბევრ რამე ში წინააღმდეგობაშია დასავლეთ ევროპის იდეოლოგიასთან“, — ამბობს ედრიომინა.

ასეთი სახელმწიფოები ვაშინგტონთან მჭიდრო კავშირებისკენ ისწრაფვიან, ხოლო ევროპელ ლიდერებს პირიქით, მეტი დამოუკიდებლობა სურთ იმაში, რაც უსაფრთხოებას შეეხება.

ამ მოსაზრებას ეთანხმება დმიტრი დანილოვიც.

„იდეოლოგია არ იძლევა საშუალებას, შეიცვალოს აზრი რუსეთის შესახებ როგორც საფრთხეზე, ვინაიდან გადაწყვეტილება უნდა იყოს საერთო, მათ შორის, პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისითაც“, — ვარაუდობს დანილოვი.

ექსპერტმა გაიხსენა, როგორც მოითხოვდა ამერიკის პრეზიდენტი წინა სამიტზე, რომ ნატო ანტიტერორისტულ კოალიციას შეერთებოდა. ახლა კი საფრანგეთის ლიდერი ამბობს, რომ რუსულ საფრთხეებზე საუბარი გადაჭარბებულია. არსებობს უფრო სერიოზული გამოწვევები — იგივე ტერორიზმთან ბრძოლა. მაკრონის აზრით, ამ შემთხვევაში რუსეთის გარეშე ურთიერთქმედება ფაქტობრივად შეუძლებელია.  

მოსკოვისთვის შექმნილი ვითარება არაერთმნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, წინააღმდეგობების ხელს უწყობს ანტირუსულ ისტერიას, მეორე მხრივ კი — თუ ალიანსს პრობლემები აქვს, ესე იგი, რაღაც მიმართულებებით რუსეთი მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი მოთამაშე ხდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0