რუსული სპორტის კოშმარი: რით ემუქრება WADA-ს მოხსენება რუსეთს?

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშირუსი ოლიმპიელები
რუსი ოლიმპიელები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორშაბათს WADA-ს კომიტეტმა რუსეთის მიმართ სასტიკი რეკომენდაციები გასცა. წაიკითხეთ, საიდან დაიწყო დოპინგური სკანდალი და რა შეიძლება მოუტანოს ამან რუსეთს.

მაქსიმ ოგნენნი

კოშმარი, რომელიც არ მთავრდება. სწორედ ამას შეიძლება შევადაროთ სიტუაცია, რომელიც ბოლო წლებში რუსული სპორტის გარშემო ვითარდება საერთაშორისო არენაზე. 

ნოემბრის მიწურულს მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) „რუსული დოპინგის“ საქმეზე რუს სპორტსმენებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში რუსეთი ყველა საერთაშორისო სტარტზე დროშისა და ჰიმნის გარეშე გავა. გარდა ამისა, ყველა მსხვილი შეჯიბრება, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, მასპინძელ ქვეყანას შეიცვლის. საქმე გვაქვს რუსული სპორტის ყველაზე მასშტაბურ იზოლაციასთან.

ორი კვირის შემდეგ მსოფლიოს სპორტული საზოგადოება გაიგებს, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტი. მანამდე კი Sputnik-მა გადაწყვიტა მომხდარის მიზეზებში გარკვეულიყო და მომავალი მოვლენების პროგნოზი გაეკეთებინა. 

ანტიდოპინგური ლაბორატორია - Sputnik საქართველო
WADA გამოდის მოწოდებით – რუს სპორტსმენებს ჩამოერთვათ ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება

კონფლიქტის წინაისტორია

ყველაფერი სოჭის ზამთრის ოლიმპიადიდან დაიწყო, რომელზეც რუსმა სპორტსმენებმა ფენომენალური შედეგი აჩვენეს: მათ 33 მედალი მოიპოვეს, აქედან 13 — ოქროსი.

WADA-ს ინიციატივით დაიწყო გამოძიება, რომელიც რუსულ ოლიმპიურ სპორტში დოპინგის გამოყენებას ეხებოდა. შედეგების შეჯამებაზე პასუხისმგებლად კანადელი რიჩარდ მაკლარენი დანიშნეს. უნდა აღინიშნოს, რომ WADA-ს შტაბ-ბინა ასევე კანადაში მდებარეობს, თუმცა ეს უბრალო დამთხვევაა და მეტი არაფერი.

გამოძიების შედეგების გამო 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე რუსები შეკვეცილი შემადგენლობით წავიდნენ. მასში მონაწილეობა არ მიაღებინეს ძალოსნობის ვარსკვლავებს, რომლებსაც არაერთი მედლის აღება შეეძლოთ.

გამოძიების პროცესში სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლები თავიანთი ათლეტების დოპინგ-სინჯების შეცვლაში დაადანაშაულეს — ლამის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების დახმარებით. 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადის წინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ რუსი სპორტსმენები თამაშებზე დროშისა და ჰიმნის გარეშე უნდა წასულიყვნენ. ეს ნამდვილი შოკი იყო მთელი რუსეთისთვის. ფუნქციონერები აცხადებდნენ, რომ პრობლემების აღმოსაფხვრელად დიდი სამუშაოები დაიწყეს და ყველა სახის დოპინგს აღკვეთდნენ ყველა დონეზე. სპორტსმენები კი მწუხარედ თავდახრილები ამბობდნენ, რომ მედლების მოსაპოვებლად სამფერა დროშისა და დაჯილდოების ცერემონიაზე ჰიმნის გარეშეც წავიდოდნენ. რუსეთმა მიიღო თამაშის წესები, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ყველას იმედი ჰქონდა, რომ ეს რყევა საკმარისი იქნებოდა ყველაფრის შესაცვლელად.

როგორც ახლა ირწმუნება WADA, არაფერი შეცვლილა და დოპინგის პრობლემა ქვეყანაში კვლავაც აქტუალურია. ამჯერად საქმე მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემებშია, რომლებიც შემოწმებისთვის ამოიღეს. 

WADA-ს კომისიის მტკიცებით, სწორედ ეს მონაცემები იყო შეცვლილი. მანიპულაციები დამტკიცებულად ჩაითვალა, ბაზის ავთენტურობა ეჭვქვეშ დადგა — ეს კი WADA-სთვის რუსი ძალოსნების თამაშებიდან მოხსნის საფუძველი იყო.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის აქამდე არ წარუდგენიათ არანაირი მტკიცებულება. არსებობს უამრავი თეორია იმის შესახებ, თუ რატომ გრძელდება რუსული სპორტის დევნა და რამდენ ხანს გაგრძელდება ის.

ლაბორატორიის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
რა დამოკიდებულებაა ევროპასა და აშშ-ში „ნებადართული დოპინგის“ მიმართ

უპირველესად, ყურადღება უნდა მიექცეს წმიდა სპორტულ შემადგენელს. რუსული სპორტის სკოლას — ზაფხულისა თუ ზამთრის სახეობებში — მდიდარი ისტორია აქვს. ახალგაზრდებს დამსახურებული სპორტსმენები ავარჯიშებენ. ათლეტები საერთაშორისო არენაზე წარმატებებს აღწევენ და ზოგ სახეობაში შანსსაც კი არ უტოვებენ მეტოქეებს.

აქედან იბადება დასკვნა: რუსეთი ძლიერი მოწინააღმდეგეა, მისი ეშინიათ და ამიტომ საჭიროა მისი თამაშებიდან გამოთიშვა. ვერსია კიდევ უფრო სარწმუნოდ ჩანს, თუ რუსების ჰეგემონიას გავითვალისწინებთ სპორტის ისეთ სახეობებში, როგორებიცაა ფიგურული სრიალი, თხილამურებით რბოლა, ძალოსნობა, ტანვარჯიში და ა.შ.

ამის გარდა, რუსეთის წარმომადგენლები შედიან არაერთ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციაშიც, სადაც ხშირად საკვანძო თანამდებობებს იკავებენ. ბევრს ეს არ მოსწონს.

თუ სპორტს შევეშვებით და კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, მაშინვე გამოჩნდება რუსი სპორტსმენებისადმი ესოდენ ხისტი პოზიციის ორი ახსნა.

პირველი: ეს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დამნაშავე ქვეყნის დასჯის სიმკაცრის განსხვავებული დონეებია. ამაზე ბევრი ითქვა. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ არც ნორვეგიელები ჩამოუშორებიათ თამაშებისთვის არც ერთი წლით დოპინგის სკანდალის გამო ზამთრის სახეობებში და არც ამერიკელები ძალოსნობაში სკანდალის გამო. ახლა კი ვხედავთ ვითარებას, როცა რუსული დოპინგის თემა მეინსტრიმად იქცა მსოფლიოს სპორტულ საზოგადოებაში.

მეორე: აქ უკვე, დიდი ალბათობით, შეთქმულების თეორიაა, მაგრამ მაინც. ბევრს მიაჩნია, რომ ყველაფერი შორეულ 2010 წელს დაიწყო, როცა რუსეთი 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად აირჩიეს და მუნდიალის ჩატარების უფლება ცხვირწინ ააცალეს ინგლისელებს, რომლებიც ფრიად გააოცა ფიფას გადაწყვეტილებამ.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსიით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს ინგლისელებმა „შური ეძიათ“ რუსეთზე და ყველანაირ დოპინგში ემხილებინათ. არ ღირს იმაზე საუბარი, რა გავლენა აქვს დიდ ბრიტანეთს მსოფლიო სპორტულ საზოგადოებაზე. დიდი! ვინც გინდა, ის დაუჭერდა მხარს ნისლიანი ალბიონის სურვილს ესოდენ პიკანტურ საკითხში.

თითოეული თავის დასკვნას გააკეთებს საზოგადოებისთვის წარდგენილი მონაცემებიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ყველაფერი არ ვიცით და ვერც შევიტყობთ. ამიტომ ბევრ რამეში მხოლოდ მკითხაობა გვრჩება. მაგრამ რა ქნან ათლეტებმა, რომლებმაც მთელი ცხოვრება სპორტს მიუძღვნეს, ახლა კი უნდათ, რომ სიცოცხლის აზრი წაართვან?

რა ელის რუს სპორტსმენებს უახლოეს მომავალში?

როგორც ეს ხშირად ხდება, ჯოხი სწორედ სპორტსმენებზე გადატყდება. იმათზე, ვინც შორსაა ფარული ბრძოლებისგან, მათზე, ვინც არც კი დაფიქრებულა ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ინტრიგებზე, იმათზე, ვინც ყოველდღე წირავს საკუთარ ჯანმრთელობას ქვეყნის პრესტიჟისთვის. სწორედ ისინი, ახალგაზრდა სპორტსმენები, უკვე ორი კვირის შემდეგ შეიძლება დარჩნენ არა მარტო სტიმულის, არამედ ცხოვრების აზრის გარეშე.

WADA-ს კომისიის რეკომენდაციების თანახმად, რუსი ათლეტების უმეტესობა შესაძლოა უახლოეს ორ ოლიმპიადაზე არ დაუშვან. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ერთეულებისთვის, ვინც ცალკე შეძლებს თავისი „სისუფთავის“ დამტკიცებას. უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში მოგვიწევს დავივიწყოთ რუსეთის დროშა და ჰიმნი. ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი რადიკალური ზომა — ეს უკვე შეთანხმებული ტურნირების რუსეთიდან სხვა ქვეყანაში გადატანა ან სულაც გაუქმებაა.

WADA-ს ჩანაფიქრით, სანქციები უნდა შეეხოს სპორტის რუს ჩინოვნიკებსაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერ მსხვილ სპორტულ შეჯიბრებაზე დასწრება და, შესაძლოა, თანამდებობების დატოვებაც კი შესთავაზონ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებში.

აი, ასეთი შემაძრწუნებელია წლის ბოლო რუსული სპორტული საზოგადოებისთვის. საერთაშორისო არენაზე რუსი ათლეტების ნახვა არ სურთ. რუსული სპორტი, რომელმაც ოდესღაც ბიძგი მისცა მსოფლიო სპორტის განვითარებას, მის ფარგლებს გარეთ სურთ, რომ გაწიონ. რამდენად გამოუვათ ეს, ამას მალე გავიგებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0