Google-ს და Facebook-ს ომი გამოუცხადეს: Amnesty International-ის ანგარიში

გამოწერა
უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშს ეხმაურება რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროს სპეციალისტი იგორ აშმანოვი.

იგორ აშმანოვი  

„Google-ისა და Facebook-ის ბიზნეს-მოდელები ადამიანის უფლებებს საფრთხეს უქმნის“, – წერს თავის 60-გვერდიან ანგარიშში ყველაზე ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International.

„Google-ისა და Facebook-ის პლატფორმები საზოგადოებრივ საფრთხეს შეიცავს. ამ კომპანიების თვალთვალზე დაფუძნებული ბიზნეს-მოდელები ადამიანებს „ეშმაკთან გარიგებას“ აიძულებს, რომლის ძალითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ ადამიანის უფლებების დარღვევაზე აგებული თავიანთი უფლებებით ქსელში. პირველ რიგში, უპრეცედენტოდ ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რასაც სხვა უფლებებისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი არაერთი გვერდითი მოვლენა ახლავს“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში მითითებულია ასევე, რომ Google და Facebook-ი მომხმარებლებს უფასო წვდომას სთავაზობენ, მაგრამ სანაცვლოდ „ადამიანებისგან ითხოვენ პერსონალურ მონაცემებს“ (RT-ს თარგმანი). 

С-400  - Sputnik საქართველო
მათრახი თაფლაკვერის გარეშე: ექსპერტის მოსაზრება С-400-ზე, აშშ-სა და თურქეთზე ზეწოლაზე

ანგარიშის ბოლო ნაწილი შეიცავს რეკომენდაციებს სახელმწიფოებისა და კერძო კომპანიებისთვის, რაც მოკლედ ასე გამოიყურება: საჭიროა პრივატულობის პატივისცემა, სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქე, დარგის თვითრეგულაცია არ მუშაობს, კერძო კომპანიები კი უნდა მიაჩვიო „რკინის ხელის“ სწორად გამოყენებას.  

უცნაურია, რომ უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც თითქოს ყოველთვის ებრძოდა სიტყვის თავისუფლებაზე სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას, ახლა გამოდის მოწოდებით, კარდინალურად გაძლიერდეს ინტერნეტის სახელმწიფო რეგულირება, სისტემატურად გაანალიზდეს მედიაპლატფორმების ალგორითმები და კოდები სახელმწიფო ექსპერტების მიერ, ჩატარდეს მათი შემუშავების, შიდა პოლიტიკის აუდიტი და სხვ.

რატომ აქვს აზრი ამ არაკომერციული ორგანიზაციის ანგარიშის განხილვას? Amnesty International-ი ყოველთვის იყო იდეოლოგიური იარაღი ამერიკული სპეცსამსახურების ხელში, აშშ-ის „რბილი ძალის“ ელემენტი, როგორც Greenpeace, WWF და სხვა „უფლებადამცველი“ და „ეკოლოგიური“ ორგანიზაციები. თუ უეცრად ეს ორგანიზაცია იწყებს IT-დარგის ლიდერებთან ბრძოლას აშშ-ში და პირდაპირ ესხმის თავს Facebook-სა და Google-ს, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი (ანგარიშის წარმდგენი) უცებ გამოფხიზლდა, გონება გაუნათდა ან კათარზისი განიცადა.

ისმის კითხვა: სად იყვნენ ისინი აქამდე?

თუ Amnesty-ს მოულოდნელად გაახსენდა თვალთვალის შესახებ და თავისი სამართლიანი რისხვა Facebook-სკენ მიმართა, ე.ი. ეს აშშ-ში პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, სადაც ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი პოლიტიკური მხარის ბრძოლის იარაღს წარმოადგენს. როგორც ჩანს, მარკ ცუკერბერგის რეგულარული გამოძახება კონგრესსა და სენატში და მისი დატუქსვა – არ მუშაობს.

ანუ Amnesty-ის პოზიცია – აშშ-ის ისტებლიშმენტის პოზიციაა (უფრო იმის, ვინც ტრამპს ებრძვის). 

როგორ შეიძლება ამ მოვლენის შეფასება? 

FB, Instagram, Whatsapp, YouTube, რასაკვირველია, მთელ მსოფლიოს უთვალთვალებენ და მანიპულირებენ აუდიტორიის ყურადღებით, რითიც ქმნიან „ინფორმაციულ ბუშტებს“ მომხმარებელთა ირგვლივ. ეს ათი წლის წინაც ცნობილი იყო. გარდა ამისა, ისინი თვალთვალით არიან დაკავებული აშშ-ის სახელმწიფოს სასარგებლოდ: 2015 წლის „თავისუფლების აქტის“ მიხედვით, ისინი მომხმარებელთა მთელ მონაცემებს აშშ-ის სპეცსამსახურებს აბარებენ. ესეც უკვე ათი წელია ცნობილია (გავიხსენოთ სნოუდენისა და „ვიკილიქსის“ საქმეები, პუბლიკაციები „გარდიანში“ და სხვ.).

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“  - Sputnik საქართველო
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ამუშავდება თუ არა გაზსადენი 2020 წელს

ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს აშშ-ში ბევრს არავის აწუხებდა. საინტერესოა, რა შეიცვალა?

აი, რა შეიცვალა: ბოლო ორი-სამი წელია, აღმოჩნდა, რომ სოციალურ სივრცეს მისი შემქმნელი ამერიკელები სრულად ვერ აკონტროლებენ – ანუ იქ მაინც არსებობს სიტყვის თავისუფლება, გაცხადებული, როგორც დასავლური სამყაროს ერთ-ერთი საბაზო ფასეულობა. ეს მეტად მოულოდნელი და მოუხერხებელია. განსაკუთრებით იმის გამო, რომ დასავლურ მასმედიაში უკვე დიდი ხანია, ყველაფერი შეიცვალა. იქ მასშტაბური წმენდა ჩატარდა, გაათავისუფლეს ჟურნალისტები, ვინც ვერ გაიგო, ყველას ყველაფერი საბოლოოდ აუხსნეს.

ახლა ცენტრალური მასმედია ეფექტურად იმართება, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რასაც უბრძანებენ – ლობირებენ ლგბტ საზოგადოებას, გლობალურ დათბობას, გრეტა ტუნბერგს, მიგრანტების მიღებას ევროპაში, ქიმიურ „თავდასხმებს“ სირიაში, რუს ჰაკერებს, ჰილარი კლინტონს, ჰონგ-კონგის პროტესტს და ყველაფერს, რაც საჭიროა აქტუალური პოლიტიკური დღის წესრიგისთვის.

მაგრამ სოციალურ ქსელებში არაკონტროლირებადი სიტყვის თავისუფლება, მათ შორის, სიტყვის თავისუფლება იდეოლოგიური ოპონენტებისთვის (რუსების, ტრამპის, თურქების, ჩრდილოეთ კორეის, ვენესუელასთვის...) და უბრალოდ საპირისპიროდ მოაზროვნე მასებისთვის – დასავლურ სამყაროს და მის ფლაგმან აშშ-ს აღარ აწუხებს. „რბილი ძალის“ სწრაფი დეგრადაციისა და დასავლეთში ლიბერალიზმის იდეოლოგიის დაშლის ფონზე ენერგიულად იკიდებს ფეხს საკმაოდ მკაცრი ცენზურა დაუღალავი შრომით აგებული იდეოლოგიური მანქანის დასაცავად.

მაგრამ არ შეიძლება ცენზურას ცენზურა ვუწოდოთ, ეს საუკუნის ტაბუა, ამიტომ, როგორც წესი, გამოიყენება სხვა სიტყვები – ევფემიზმები. უპირველეს ყოვლისა, ეს fake news-ის (ყალბი ამბები) თემაა, რომლებიც თითქოსდა ძალიან აბინძურებენ ეთერს. დასავლური მასმედია თავად ქმნის ამ სიყალბეს და ტყუილს. ხოლო ახალი ტერმინი fake news – არის იარლიყი, რომელიც გამოიყენება დაღის დასასმელად ყველაფერზე, რაც საჭირო იდეოლოგიურ მოდელში არ ჯდება. სწორედ fake news-თან ბრძოლის საბაბით ამკვიდრებენ რუსი ჰაკერები™ დასავლეთში ცენზურას.

დიდი მედიაკომპანიები, ინტერნეტ-გიგანტები სინამდვილეში აშშ-ის იდეოლოგიური მტრები სულაც არ არიან, ისინი საკმაოდ ლოიალურები არიან შეერთებული შტატების მთავრობის მიმართ და ლიბერალიზმის იდეოლოგიას მთელ მსოფლიოში ავრცელებენ. მათი ტოპმენეჯერები შედიან აშშ-ის ყველა სამთავრობო სტრუქტურაში, რომელსაც უსაფრთხოებასთან აქვს კავშირი. მათ პენტაგონთან, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან და უსაფრთხოების ნაციონალურ სააგენტოსთან უამრავი კონტრაქტი და ერთობლივი „სტარტაპი“ აქვთ გაფორმებული, ისინი მუდმივად აწვდიან მომხმარებელთა ტერაბაიტებს დაზვერვას და მონაწილეობენ ინფორმაციულ თავდასხმებში აშშ-ის ფარგლებს გარეთ. ისინი – აშშ-ის სტრატეგიულ იარაღს წარმოადგენენ, ერთსულოვნად ოპერირებენ დედამიწის მედიასივრცეში – ჩინეთის, რუსეთის, ირანის, სირიის, იემენის, საუდის არაბეთის, თურქეთის, კორეის სახალხო რესპუბლიკის, ვენესუელის და სხვათა წინააღმდეგ. 

სერგეი ბელიაევი - Sputnik საქართველო
ბელიაევი: რუსეთი მზადაა იმსჯელოს ნატოსთან ბალტიისპირეთში დაძაბულობის შესუსტებაზე

მაგრამ შეერთებულ შტატებში განხეთქილებაა, ქვეყანა ორად გაიყო. ტრამპის მოულოდნელი „ციფრული“ გამარჯვება 2016-ში (ყველა პროგნოზისა და გამოკითხვის საწინააღმდეგოდ) და ერთ წელიწადში მისი გამეორების შესაძლებლობა ბრძოლას ამწვავებს. ბრძოლა წარმოებს „ციფრული სამყაროსთვის“, როგორც პოლიტიკური გავლენის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტისთვის.

პირობით „ცუკერბრინებზე“ ზეწოლის საბაბი იყო „რუსების ჩარევა არჩევნებში“ და ე.წ. fake news-ები. ახლა ნაპოვნია ახალი საბაბი (ახალი buzz word) FB-სა და Google-ზე თავდასხმისთვის მათ მოსაშინაურებლად. ესაა „ინფორმაციით მანიპულირება“ და „პრივატულობის დარღვევა“ – როგორი სიურპრიზია!

მედიამოთამაშეებს ყველაფერი შესანიშნავად ესმით და თავად ქმნიან „ინტერფეისებს“ სპეცსამსახურებისთვის, რათა მათ საკუთარი ძალებით, სასამართლოს გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ წაშალონ „ყალბი ცნობები არჩევნების შესახებ“.

მაგრამ დრო ცოტაა და ციფრულ გიგანტებზე ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება. ამიტომ საჭირო გახდა „უფლებადამცველების“ მოზიდვა, უცებ გაახსენდათ მომხმარებელთა უფლებები.

Amnesty International-ის ანგარიშში ყველა ასო და ზოგიერთი სიტყვაც კი – პრინციპში სიმართლეა. ისევე, როგორც სიმართლეა ზოგადი ფრაზები ყველაფერ კარგზე. მათი წაკითხვა, გათვალისწინება და ნაწილობრივ გამოყენებაც შეიძლება – მაგრამ სიფრთხილით, რათა არ გაისვარო მათი თანმხლები სიცრუით. და უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ადრესატი ჩვენ არ ვართ, ეს შიდა გარჩევებია.

მართლაც, სოციალურ ქსელებში, საძიებო სისტემებში, მესენჯერებში, სმარტფონებსა და ქუჩის კამერებით მონაცემების შეგროვება და გამოყენება ჯერ ნაცრისფერ სამართლებრივ ზონაში ხდება. თუმცა ეს ისედაც ვიცოდით.

მეტიც, ჩვენთან უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე აშშ-ში, რადგან ჩვენთან მომხმარებელთა ყველა „აქაუნთის“ თითქმის ნახევარი არა მშობლიურ, არამედ ამერიკულ ინტერნეტ-სერვერებზეა. ეს მოწინააღმდეგის მხრიდან თვალთვალისა და მანიპულაციის დამატებითი რისკია, ვინაიდან აშშ და მისი მედიაგიგანტები ჩვენთვის პირდაპირი იდეოლოგიური მტერია.

მოქალაქეები საკუთარი ძალებით ვერ დაიცავენ თავს თვალთვალის, მანიპულაციის, პრივატულობის დარღვევისგან. მათ არასაკმარისი ცოდნა აქვთ, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ პრობლემას და არც დაცვის საშუალებებს ფლობენ. კომერციულ კომპანიებს კი არ გააჩნიათ თავის შეზღუდვის არავითარი მოტივაცია. ამაში Amnesty International სავსებით მართალია. ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. „ციფრული ეკონომიკის“ პროგრამაში ტყუილად არ არის ჩადებული 2020-ში დიდი მონაცემების, მომხმარებელთა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მონაცემებისა და სხვათა შესახებ კანონების შექმნა.

ჩვენ, რადგან არ ვართ აშშ, უნდა ვიზრუნოთ ასევე უცხოური მედიაპლატფორმების გავლენისა და თვალთვალის შეზღუდვაზე, მოვაქციოთ ისინი რუსეთის ფედერაციის საერთო იურიდიულ ნიშნულში.

რასაკვირველია, მოსალოდნელია, რომ ჩვენ და დასავლელი უფლებადამცველები ამას წინააღმდეგობას გაუწევენ. მათი აზრით, აშშ-ში Facebook უნდა შეიზღუდოს, რუსეთში – არა. ეს აქედანვე ჩანს: ამასწინანდელი კანონპროექტები ინტერნეტის შესახებ რუსეთში უკვე იწვევს ჩვენი პროგრესული საზოგადოების აღშფოთებას. რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, ის აკრძალულია ხარისთვის.

მაგრამ ჩვენ გვჭირდება საკუთარი კანონები მომხმარებელთა მონაცემებსა და მედიაპლატფორმების ვალდებულებებზე.

შეიძლება ველოდოთ, რომ აშშ-ში იდეოლოგიური დაპირისპირება გაგრძელდება და კულმინაციას მიაღწევს 2020 წლის არჩევნებზე, მაგრამ არც შემდეგ ჩაცხრება. განხეთქილება მთელ ქვეყანას შეეხება. თუ ისინი იდეოლოგიასა და აშშ-ის განვითარების სტრატეგიაზე შეთანხმდებიან, შემდეგ კი საბოლოოდ დაიმორჩილებენ Facebook-სა და Google-ს, როგორც ამას Amnesty International-ის ანგარიში გვთავაზობს, ჩვენ ეს კარგს არაფერს მოგვიტანს.

აჯობებს ორი-სამი წელი კიდევ იჩხუბონ ერთმანეთთან, ჩვენთვის ესეც საკმარისია.

ყველა ახალი ამბავი
0