არეშიძე: კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში საქართველოზე ირიბ გავლენას ახდენს

© photo: Sputnik / Mikhail Alaeddin / გადასვლა მედიაბანკში"ისლამური სახელმწიფო"
ისლამური სახელმწიფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტის თქმით, არავინ იცის, არსებული კონფლიქტი ლოკალურ დონეზე ამოწურავს თავს თუ მესამე მსოფლიო ომი გველოდება.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ირიბადაა ჩათრეული ახლო აღმოასვლეთის კონფლიქტში, — მიაჩნია ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს. 

„დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ არ არის გამორიცხული რუსეთის, ნატო-ს, ისრაელისა და თურქეთის ავიაციების შეტაკება. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები სახმელეთო ოპერაციებში. ყველა ამ შემთხვევებში ჩვენ ირიბად ვართ ჩათრეულები ამ საქმეში. ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს ჩვენს რეგიონზე — იქნება ეს არმიის გადაადგილებაზე, საჰაერო კორიდორების გახსნასა თუ ლტოლვილების მიღებაზე თხოვნა“, — განაცხადა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „სპუტნიკთან“ ინტერვიუში. 

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
პირად ესკორტზე მიტანილი იერიშისას "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი დაიჭრა

ექსპერტის თქმით, არავინ იცის, არსებული კონფლიქტი ლოკალურ დონეზე ამოწურავს თავს თუ მესამე მსოფლიო ომი გველოდება. 

რუსეთი, პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე, 30 სექტემბრიდან ახორციელებს წერტილოვან ავიადარტყმებს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სირიაში. ამ დროის განმავლობაში ტერორისტებზე მიტანილია ორასამდე დარტყმა, განადგურებულია სამასამდე ბოევიკი, ასევე საწვრთნელი ბანაკები, სარდლობის პუნქტები, საბრძოლო მასალების საწაყობები და სხვა ობიექტები. 


ყველა ახალი ამბავი
0