პირად ესკორტზე მიტანილი იერიშისას "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი დაიჭრა

© AP Photo/ Militant website via AP"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები
ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაიჭრა. ამას გარდა, მოკლულია ორი მეთაური, რომლებიც ალ-ბაღდადს თან ახლდნენ: ომარ ალ-ქუბეისი — რომელიც ქალაქ აბუ ქამალში ფინანსებს განაგებდა — და აბუ საად ალ-ქარბული — რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების უსაფრთხოდ გადაადგილებას უწევდა კოორდინაციას.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (იგივე „ხალიფატის“) ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი პირად ესკორტზე მიტანილი იერიშისას დაიჭრა, იუწყება ერაყის სარდლობა. სააგენტო IRNA-ს მონაცემებით, ლიკვიდირებულია ორგანიზაციის მაღალჩინოსანი აშ-შიშანიც, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოში“ პროპაგანდაზე აგებდა პასუხს. 

ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ალ-ბაღდადის კორტეჟს ქვეყნის სამხრეთით მდებარე პროვინცია ანბარში შეუტიეს, როდესაც ის „ხალიფატის“ უმაღლესი პირების შეკრებაზე მიდიოდა. თუმცა, მოგვიანებით სააგენტო „როიტერმა“, სამედიცინო სამსახურების თანამშრომლებსა და ადგილობრივებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი არ ირიცხება ავიადარტყმის შედეგად ლიკვიდირებულ მეთაურთა შორის. 

„აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მისი ესკორტის დაცხრილვისას დაიჭრა. ამას გარდა, მოკლულია ორი მეთაური, რომლებიც მას თან ახლდნენ. ესენი არიან:  ომარ ალ-ქუბეისი — რომელიც ქალაქ აბუ ქამალში ფინანსებს განაგებდა — და აბუ საად ალ-ქარბული — რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების უსაფრთხოდ გადაადგილებას უწევდა კოორდინაციას“, — ნათქვამია ერაყელი სამხედროების განცხადებაში.  სააგენტო IRNA-ს მონაცემებით, ლიკვიდირებულია ორგანიზაციის მაღალჩინოსანი აშ-შიშანიც, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოში“ პროპაგანდაზე აგებდა პასუხს. 

„ავიადარტყმისას დაჭრილი ალ-ბაღდადის შემდგომ ბედზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება“, — განუცხადა „სპუტნიკს“ ქალაქ ერ-რამადის მერმა დილფ ალ-ქუბაისიმ. სარდლობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაინახეს, როგორ გაიყვანეს დაჭრილი ალ-ბაღდადი შეტევის ადგილიდან. 

ერაყი რუსეთთან, ირანთან და სირიასთან ერთად მონაწილეობს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი საინფორმაციო ცენტრის მუშაობაში. ამასთან, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, ჩართული იყო თუ არა საინფორმაციო ცენტრი ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალების ოპერაციაში.   


ყველა ახალი ამბავი
0