15:37 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

განსაკუთრებით მასშტაბური ხარვეზებია Instagram–ში. ამის შესახებ ინფორმაცია მოდის აშშ–დან, იტალიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. სხვადასხვა ქვეყნის Facebook–ისა და Instagram–ის მომხმარებლები სოციალური ქსელების შეფერხებებით მუშაობას უჩივიან. ამას მოწმობს ვებგვერდ Downdetector–ის მონაცემები, რომელიც პოპულარული ინტერნეტ–რესურსების შეფერხებებსა და გათიშვებს ადევნებს თვალს.

ხარვეზებზე პირველი ინფორმაცია თბილისის დროით 20:40 საათზე გაჩნდა. დიდი ნაწილი ძირითადად აშშ–ში Facebook–ს მუშაობის ჩავარდნებს ეხებოდა ავტორიზაციის დროს (58%), კიდევ 20% აცხადებდა, რომ სოციალური ქსელი მთლიანად გაითიშა, ხოლო 21% – პრობლემებზე სიახლეების ზოლში.

უფრო მასშტაბური ხარვეზები შეინიშნება Instagram–ში. ამის შესახებ ინფორმაცია მოდის როგორც აშშ–დან, ისე იტალიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. Instagram–ის სიახლეების ზოლზე შეფერხებებს უჩივის მომხმარებელთა 57%, ავტორიზაციის დროს ჩავარდნებზე – 31% და კიდევ  11% – Stories–თან მუშაობისას პრობლემებზე.

Facebook 2004 წლის თებერვალში ამერიკელმა სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა შექმნა. Facebook–ს ეკუთვნის ასევე სერვისები Messenger, WhatsApp და Instagram.

მთავარი თემები