Facebook–ისა და Instagram–ის მომხმარებლები სოცქსელებში შეფერხებებზე მიუთითებენ

© photo: Pixabay / Webster2703instagram
instagram - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
განსაკუთრებით მასშტაბური ხარვეზებია Instagram–ში. ამის შესახებ ინფორმაცია მოდის აშშ–დან, იტალიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. სხვადასხვა ქვეყნის Facebook–ისა და Instagram–ის მომხმარებლები სოციალური ქსელების შეფერხებებით მუშაობას უჩივიან. ამას მოწმობს ვებგვერდ Downdetector–ის მონაცემები, რომელიც პოპულარული ინტერნეტ–რესურსების შეფერხებებსა და გათიშვებს ადევნებს თვალს.

სოციალური ქსელი „ფესიბუკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
Facebook-ის ნახევარ მილიარდ მომხმარებლის მონაცემები ინტერნეტში ღია წვდომაში მოხვდა

ხარვეზებზე პირველი ინფორმაცია თბილისის დროით 20:40 საათზე გაჩნდა. დიდი ნაწილი ძირითადად აშშ–ში Facebook–ს მუშაობის ჩავარდნებს ეხებოდა ავტორიზაციის დროს (58%), კიდევ 20% აცხადებდა, რომ სოციალური ქსელი მთლიანად გაითიშა, ხოლო 21% – პრობლემებზე სიახლეების ზოლში.

უფრო მასშტაბური ხარვეზები შეინიშნება Instagram–ში. ამის შესახებ ინფორმაცია მოდის როგორც აშშ–დან, ისე იტალიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. Instagram–ის სიახლეების ზოლზე შეფერხებებს უჩივის მომხმარებელთა 57%, ავტორიზაციის დროს ჩავარდნებზე – 31% და კიდევ  11% – Stories–თან მუშაობისას პრობლემებზე.

Facebook 2004 წლის თებერვალში ამერიკელმა სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა შექმნა. Facebook–ს ეკუთვნის ასევე სერვისები Messenger, WhatsApp და Instagram.

ყველა ახალი ამბავი
0