ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

© photo: Government of Georgia / FBშემოვლითი გზის მშენებლობა
შემოვლითი გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება. იუწყება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.

ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 11 ხიდზე მიმდინარეობს, ხოლო შვიდ ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია ერთ გვირაბზე, გაჭრილია ორი გვირაბი და მიმდინარეობს ორი გვირაბის მშენებლობა.

ხაშურის შემოვლითი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2021
რომელი გზები აშენდება საქართველოში 2021 წელს: მასშტაბური პროექტების დეტალები

პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ახალი შემოვლითი გზა, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.

8 წუთი ბათუმიდან ქობულეთამდე: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს>>

სამშენებლო სამუშაების მიმდინარეობას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნენ.

ყველა ახალი ამბავი
0