8 წუთი ბათუმიდან ქობულეთამდე: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

© Roads Department of Georgia / FB ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულიად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში და გზის დასაფარად საჭირო დრო 30-40 წუთიდან 8 წუთამდე შემცირდება. გარდა ამისა, საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

ფოთის პორტში - Sputnik საქართველო
ინვესტიციები კორონავირუსის მიუხედავად: იწყება ფოთის პორტის გაფართოება

დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და ოთხ გვირაბზე ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი  გვირაბი და 57  წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა  ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას.

პროექტი, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება. ხელშეკრულების ღირებულება თითქმის 330 მილიონი ლარია.

ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0