ავტოიმპორტიორების საყურადღებოდ: განბაჟების ვადა 2021 წლის 1 ივნისამდე გადავადდა

© Sputnik / Levan Avlabreliშსს–ს მომსახურების სააგენტო რუსთავში
შსს–ს მომსახურების სააგენტო რუსთავში - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
ავტოიმპორტიორებისთვის შეღავათების დაწესება ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობით არის განპირობებული.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ავტოიმპორტიორებისთვის ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის ივნისამდე გადავადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორ გაიაფდა ბინები და მანქანები და გაძვირდა სურსათი - ღირებულებათა გადაფასება თუ...>>

მთავრობის მეთაურის განმარტებით, შეღავათი შეეხება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებს. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟება გადავადებული იყო 2021 წლის 1 მარტამდე.

„მნიშვნელოვანია, რომ მათ ჩამოეწერებათ საურავები და, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებელს, რომელიც ბოლო წლებში იყო“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, შეღავათი დაახლოებით 19 ათასი მანქანის მფლობელს შეეხება.

რა ელოდებათ ავტოიმპორტიორებს 1 მარტიდან>>

პანდემიის გამო, ეკონომიკის სხვა სექტორების მსგავსად, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა ავტოიმპორტიორების ბიზნესიც, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში საკმაოდ განვითარებული იყო. მაგრამ მსოფლიო კრიზისის გამო მსყიდველუნარიანობის შემცირებამ და გადაადგილების შეზღუდვამ ამ ავტობიზნესს საგრძნობი ზიანი მიაყენა – გაყიდვები მკვეთრად შემცირდა.

ყველა ახალი ამბავი
0