08:33 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
61 0 0

ოპოზიციონერი აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის დროს კიდევ 21 ადამიანი დააკავა.

შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეცსაშუალებები>>

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამ დილით სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ადგილზე ოპოზიციონერის ასობით მომხრე იყო შეკრებილი. ისინი პოლიციისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ.

„ეს პირები პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს, რაც ისჯება ერთიდან ოთხი ათას ლარამდე ოდენობის ჯარიმით, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით“, – განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ უწყებაში.

მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა მეორედ დანიშნული გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ოპოზიციამ მელიას დაპატიმრების გამო საპროტესტო აქცია დააანონსა>>

მელია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ის პოლიტიკური პროცესებისგან მის იზოლირებას ცდილობს, და სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

მთავარი თემები