22:27 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
138 0 0

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს უმკლავდება.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ქვეყანაში სრული ე.წ. ლოკდაუნი არ იგეგმება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადა ბრიფინგზე.

გახარიას განცხადებით, ფეხით თუ ავტომობილით გადაადგილებაზე შეზღუდვები არ დაწესდება, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს.

„არ იქნება არანაირი სრული „ლოკდაუნი“, არ იქნება არანაირი სრული შეზღუდვა გადაადგილებაზე ვტომობილებით თუ ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება... არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სახის სრული „ლოკდაუნი“ ქვეყანაში არ გამოცხადდება“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამჟამად ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში შედარებით დასტაბილურდა და ეს დაწესებული შეზღუდვების შედეგია.

„ბოლო დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს ჩვენ დღეს უკვე ვგრძნობთ, რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მედგრად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის, ამიტომ... კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა... არ არსებობს და არ იქნება. ეს არის ჭორები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, დაკეტილია სპორტული დარბაზები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ. გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება ახალი წლისა და შობის ღამეს. ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრები, შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების გამო, დილის 7 საათიდან 19:00 საათამდე ღიაა.

შეზღუდვები 2021 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და მის შემსუბუქებაზე საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ თებერვლის დასაწყისში იმსჯელებს.

იმნაძე: ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როცა ბევრი ეცდება ის ძველებურად აღნიშნოს>>

ბოლო პერიოდში საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, რასაც მთავრობა და ეპიდემიოლოგები დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებენ. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 2.012-ით გაიზარდა და მათმა საერთო რიცხვმა 224.155-ს მიაღწია.

მთავარი თემები