09:39 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
269 0 0

ისრაელში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ადგილობრივმა მთავრობამ შემზღუდველი ღონისძიებები დააწესა. შეზღუდვები 2021 წლის 9 იანვრამდე იმოქმედებს.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 27 დეკემბრის 17:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა და შესაბამისი წესები იმოქმედებს.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შემზღუდველი ზომები ძალაში 2021 წლის 9 იანვრამდე დარჩება.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში იკრძალება საცხოვრებელი სახლიდან ერთ კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაადგილება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები.

ასევე ქვეყნის მასშტაბით დაწესდა სხვა შეზღუდვებიც:

  • შეკრების ადგილებში, დახურულ სივრცეში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა 10-ს შეადგენს, ხოლო ღია სივრცეში – 20-ს.
  • საზოგადროებრივი ტრანსპორტი 50 პროცენტით შეიზღუდება.
  • ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის შეიზღუდება გადაადგილება.
  • შესაძლებელი იქნება მხოლოდ შინ მიტანის სერვისით სარგებლობა.
  • საჯარო დაწესებულებები, რომლებიც არ ემსახურებიან მოქალაქეთა მიღებას, შეწყვეტენ მუშაობას.

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ ქართველებს ჯანმრთელობას უსურვებს.

ისრაელში კოვიდ-ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 393.369 ადამიანი დაინფიცირდა. დღევანდელი მდგომარეობით კი 3.185 პირია გარდაცვლილი.

მთავარი თემები