13:24 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

რეგულაციების მიხედვით, უქმე დღეებში საქართველოს საელჩო იტალიაში მოქალაქეების მომსახურებას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში განახორციელებს.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. იტალიაში საქართველოს საელჩო იტალიაში, მალტის რესპუბლიკასა და სან-მარინოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი შეზღუდვის მიხედვით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა უქმე/დასვენების დღეებად.

უწყების ცნობით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური აღნიშნულ დღეებში მოქალაქეთა მომსახურებას განახორციელებს მხოლოდ გადაუდებელი/ფორსმაჟორული სიტუაციების დროს.

კერძოდ, უწყება მოქალაქეთა მომსახურებას განახორციელებს შემდეგ შემთხვევებში:

  • ბუნებრივი კატასტროფა;
  • ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
  • საქართველოს მოქალაქის დაბადება (დაბადების სააქტო ჩანაწერის რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა);
  • საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება; 
  • სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა (საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა);
  • საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა.

მთავარი თემები