06:39 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1785)
1404 0 0

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს არ სჯერა, რომ ბაჩანა ლობჟანიძე მათი ქალიშვილის შეყვარებული იყო და მას „შსს-სგან ჩანერგილს“ უწოდებენ.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თბილისის პროკურატურაში გამოიკითხა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. ბაჩალიაშვილი პროგრამისტად მუშაობდა. ოჯახი გამოძიებაში FBI-ს (აშშ-ის ძიების ფედერალური ბიურო) სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს.

ლობჟანიძის ინფორმაციით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ არსებობს დახურული ჯგუფი, სადაც ადამიანებს სუიციდისკენ მოუწოდებენ. როგორც მან განაცხადა, შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილი და კიდევ რამდენიმე გახმაურებული თვითმკვლელობის შემთხვევა ამ ჯგუფის მსხვერპლი იყვნენ.

„ამ ჯგუფის წევრების ქცევას აქვს მასშტაბური ხასიათი, ეს არ უკავშირდება მხოლოდ თამარს. უარეს შემთხვევაში, ვიღაცები აფინანსებენ ქართველებს და მათი ვალდებულებაა, რომ მიიყვანონ ადამიანები თვითმკვლელობამდე, მათზე ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინონ”, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა მის ლეპტოპში არსებული ინფორმაცია დაათვალიერეს, რის შემდეგაც ლეპტოპი დაილუქა.

„გამოძიებას მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც მქონდა მოძიებული ლეპტოპში. უშუალოდ ჩემი თანდასწრებით მოხდა ამის დათვალიერება. ამის შემდეგ ლეპტოპი და დამტენი დაილუქა. შემდგომში ექსპერტის თანდასწრებით მოხდება ამ ინფორმაციის ამოღება და ანალიზი. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მოვიძიე ჩემი პროფესიული ძალებით და მომაწოდეს ადამიანებმა, რომლებიც მე დამიკავშირდნენ“, – აღნიშნა ბაჩანა ლობჟანიძემ.

აღსანიშნავია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს არ სჯერა, რომ ბაჩანა ლობჟანიძე მათი ქალიშვილის შეყვარებული იყო და მას „შსს-სგან ჩანერგილს“ უწოდებენ.

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

ექსპერტიზა:  ბაჩალიაშვილის სისხლში ოთხი სახის მედიკამენტი გამოვლინდა>>

ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1785)

მთავარი თემები