ექსპერტიზა:  ბაჩალიაშვილის სისხლში ოთხი სახის მედიკამენტი გამოვლინდა

© FB / National Center for Forensic Science. L. Samkharauliსამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ ოთხი  სახეობის პრეპარატიდან, რომლებიც გარდაცვლილი გოგონას სისხლში გამოვლინდა, ერთი ქართულ სააფთიაქო ქსელში არ იყიდება

თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, მის სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება, განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე: ტარდება ახალი ექსპერიმენტი

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.

რამიშვილის განცხადებით,  დასკვნაში ასახულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კვალია აღმოჩენილი.

„ეს არის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელიც ასახავს თამუნას ორგანიზმში მედიკამენტების არსებობა/არ არსებობას. დასკვნაში ასახულია, თუ რა მედიკამენტები იყო მის ორგანიზმში. ესენია ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ეს ალბათ, ასახული იქნება საბოლოო დასკვნაში, რამაც უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია სიკვდილი, რა დოზით არის ესა თუ ის მედიკამენტი და მთავარი, სად არის ეს მედიკამენტი – კუჭში თუ სისხლში“, -განაცხადა ადვოკატმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის სისხლში აღმოჩენილია გარკვეული მედიკამენტების კვალი, მათ შორისაა წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები.  შუალედურ დასკვნაში მედიკამენტების დოზა მითითებული არ არის და ის სავარაუდოდ, დოკუმენტის საბოლოო პასუხში ჩაიწერება, თუმცა დასახელებულია ოთხი  სახეობის პრეპარატი, მათ შორის ერთი ქართულ სააფთიაქო ქსელში არ იყიდება.

ბაჩალიაშვილის იდუმალებით მოცული გარდაცვალება: ახალი სკანდალი საქმეში>>

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

რამდენიმე დღის წინ შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0