დიდი ჭკუის ნიშნები მამაკაცებში: მეცნიერებმა დაადგინეს, ვინ უფრო გონიერია

© Pixabay / mohamed_hassanადამიანი ანთებული ნათურის თავით
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი მამაკაცები დიდი რაოდენობით აღმოჩნდნენ კლუბ MENSA-ს შემადგენლობაშიც, რომელიც უმაღლესი IQ-ს მქონე ადამიანებს აერთიანებს, ანუ მათ, ვისაც პლანეტის მოსახლეობის 98%-ზე მაღალი ინტელექტი აქვს

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. სახესა და სხეულზე ჭარბთმიანი მამაკაცების გონებრივი მონაცემები უფრო მაღალია, ვიდრე მათი, ვისაც ნაკლები თმა აქვს, ნათქვამია ამერიკელი მკვლევარის, აიკარაკუდ ელიასის სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის საიტზეა გამოქვეყნებული. 

ქალი VS მამაკაცი - Sputnik საქართველო
ქალები VS მამაკაცები: 30:0 ქალების სასარგებლოდ

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერმა რამდენიმე ასეული სტუდენტ-მედიკოსის მონაცემები გააანალიზა და გაარკვია, რომ მათში „ძალიან თმიანი“ 45%-ი იყო. გარდა ამისა, თმიანი სტუდენტები მრავლად იყვნენ საინჟინრო ფაკულტეტებზეც.

აღსანიშნავია, რომ ჭარბთმიანი მამაკაცები საკმაო რაოდენობით აღმოჩნდნენ კლუბ MENSA-ს შემადგენლობაშიც, რომელიც უმაღლესი IQ-ს მქონე ადამიანებს აერთიანებს, ანუ მათ, ვისაც პლანეტის მოსახლეობის 98%-ზე მაღალი ინტელექტი აქვს.

MENSA-ს 117 წევრის შესწავლის შედეგად მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ: რაც უფრო მაღალია ინტელექტის მაჩვენებელი, მით მეტი თმა აქვს ადამიანს სხეულზე. ყველაზე ჭკვიანებს კი თმა არა მარტო მკერდზე, ზურგზეც კი ჰქონდათ.

გინება ჭკვიანების ჩვევაა

განვითარებული კოგნიტიური უნარები ხშირად ერწყმის არანორმატიული ლექსიკისადმი მიდრეკილებას — ამგვარ დასკვნამდე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მეცნიერთა ორი ჯგუფი მივიდა.

ყვირილი - Sputnik საქართველო
გინება ტკივილს აყუჩებს – დამტკიცდა სამეცნიერო კვლევებით

ამერიკელმა მეცნიერებმა 2015 წელს ჩაატარეს კვლევა, რა დროსაც 92 მოხალისეს სთხოვეს, ერთი წუთის განმავლობაში ჩამოეთვალათ მაქსიმალური რაოდენობის სიტყვები, რომლებიც ერთ რომელიმე განსაზღვრულ ასოზე იწყებოდა; შემდეგ კი შეძლებისდაგვარად ბევრი გინება გაეხსენებინათ. 

შედეგად გაირკვა, რომ მათ, ვინც პირველი დავალება კარგად შეასრულა, ასევე ვირტუოზულად გაუმკლავდა მეორე ამოცანასაც. ამასთან ქალებიცა და მამაკაცებიც ერთნაირად მარჯვედ და ოსტატურად ბილწსიტყვაობდნენ.

მეცნიერების დასკვნით: „ტაბიურებული ლექსიკის მნიშვნელოვანი მარაგი განვითარებულ ვერბალურ უნარებზე მეტყველებს და არა სიტყვების დეფიციტზე“.

ორი წლის შემდეგ როჩესტერის უნივერსიტეტის სწავლულებმა ათასი ადამიანი გამოკითხეს და დაადგინეს, რომ, რაც უფრო მაღალია ადამიანის IQ, მით ხშირად ბილწსიტყვაობს ის და ამასთან, ხშირად საუზმობს ცხარე კერძებით და უყვარს შინ შიშველი სიარული“. 

მოხუცი მამაკაცი - Sputnik საქართველო
რამდენ ხანს იცოცხლებთ: მეცნიერები დღეგრძელობის რამდენიმე ნიშანს ასახელებენ

ბუები VS ტოროლები

ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ადამიანი ბუები, როგორც წესი, „ტოროლებზე“ ჭკვიანები არიან. ამერიკელი ფსიქოლოგები ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 20 ათასამდე მოსწავლესა და სტუდენტს. შედეგად გაირკვა, რომ რაც უფრო გონიერები იყვნენ ისინი, მით უფრო გვიან იძინებდნენ ღამით და ასევე გვიან დგებოდნენ დილით.

გარდა ამისა, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ რაც უფრო მაღალია მამაკაცის IQ, მით ნაკლებად ღალატობს საყვარელ ადამიანს.

საქმე ისაა, რომ წინარეისტორიულ ხანაში ძლიერი სქესის წარმომადგენლები ცდილობდნენ, ხშირად ჰქონოდათ სექსი  მაქსიმალურად მეტ პარტნიორთან, რათა შეძლებისდაგვარად მეტი შვილი შესძენოდათ. რაც უფრო მეტი იყო მემკვიდრე, მით დიდი იყო შანსი რომელიმეს გადარჩენისა და „გვარის“ გაგრძელებისა. 

მაგრამ დღეს ასეთი მიდგომა აღარ მუშაობს და ამიტომ ის მამაკაცები, რომლებსაც მაღალგანვითარებული ინტელექტი აქვთ, უკეთ აკონტროლებენ თვითგადარჩენის უძველეს ინსტიქტებს.  


 

ყველა ახალი ამბავი
0