19:18 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1162)
15801

ტურისტებს, რომლებსაც საქართველოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება სურთ, გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური რეკომენდაციები ტურების ორგანიზატორების, გიდებისა და მძღოლებისთვის.

რომელი ქვეყნებიდან ვერ მიიღებს საქართველო ტურისტებს - ამირან გამყრელიძე >>

საქართველოში ტურისტული სეზონი უკვე 15 ივნისს იხსნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა პირველ საერთაშორისო ტურისტებს უმასპინძლებს.

რეკომენდაციების თანახმად, მძღოლებს, ტურისტებსა და გიდს დახურულ სივრცეებში პირბადე და ხელთათმანები უნდა ეკეთოს. გარდა ამისა, ავტომობილს, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებიან, დეზინფექცია უნდა უტარდებოდეს, ასევე დეზინფექტორები ტურისტებისთვისაც უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამასთან, ტურის მონაწილეებმა მანქანაში ჩასხდომის წინ ყოველ ჯერზე თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ.

მანქანაში ადგილების რაოდენობა შეზღუდული იქნება: ექვსადგილიან ავტომობილში დაშვებულია მხოლოდ 4 ტურისტის ჩასხდომა, 18 ადგილიან მიკროავტობუსში - 11 ტურისტის, 30 ადგილიან ავტობუსში - 15 ტურისტის.

ამგვარად, ავტობუსში და მიკროავტობუსში თითოეული ტურისტი რიგში მარტო უნდა იჯდეს. გამონაკლისს 12 წლამდე ბავშვები შეადგენენ, რომლებსაც უფროსების გვერდზე შეუძლიათ ისხდნენ.

რაც შეეხება გიდებს, ისინი სამსახურში აუცილებლად უნდა იყონ პირბადით, ტურისტებთან დაიცვან დისტანცია, ასევე მათ ტურისტებს ტემპერატურა უნდა გაუზომონ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1162)

მთავარი თემები