17:14 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
704 0 0

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 566 პაციენტი, აქედან გარდაიცვალა შვიდი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 ადამიანი.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელდა.

კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან 4 აპრილს შეიყვანეს.

„მას ჰქონდა უმძიმესი ქრონიკული დაავადებები, იმყოფებოდა აპარატულ სუნთქვაზე, შაქრიანი დიაბეტის გამო არც ერთი ქვედა კიდური არ ჰქონდა. გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი. პაციენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და დღეს, საღამოს გარდაიცვალა“, - აღნიშნა ტურძელაძემ.

ამასთან, ქვეყანაში გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ამ დროისთვის მათი რიცხვი 207-ია.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 566 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა შვიდი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 548 პაციენტია.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

 

მთავარი თემები