Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კორონავირუსის ინფექცია ქვეყანაში დაუდასტურდა 566 ადამიანს. კარანტინში იმყოფება 5,3 ათასზე მეტი.

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. ქართველმა მედიკოსებმა კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი განკურნეს, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამჟამად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 207-ს მიაღწია.

ამ დროისთვის კორონავირუსი დაუდასტურდა 566 ადამიანს. კარანტინში იმყოფება 5 320, სტაციონარებში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ – 548. გარდაიცვალა 6 პაციენტი.

ექიმები - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0