ზურაბიშვილი ჯანმოს გენერალურ დირექტორს კორონავირუსთან დაკავშირებით ესაუბრა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე ტელეფონით ესაუბრა.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეიესუსს ტელეფონით ესაუბრა და მასთან კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ჯანმოს რეკომენდაციებს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 16 მარტისთვის

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს კვლავ ექნება ორგანიზაციის მხრიდან ტექნიკური და საექსპერტო დახმარება და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.

ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხისადმი რეაგირებას.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დღევანდელი კომუნიკაციაც სწორედ თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნის და მაღალი პოლიტიკური ნების გამოხატულებაა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 637 ადამიანია, სტაციონარებში კი 54 პაციენტია მოთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0