03:34 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1150)
69 0 0

მარინა ეზუგბაია: ორივე პაციენტთან განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში თუ პასუხები უარყოფითი იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგა.

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. ორი პაციენტი, რომლებსაც მეორადი ტესტის შედეგად კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა, სავარაუდოდ გამოჯანმრთელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

14 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ პაციენტის მეორადი ტესტის პასუხი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ასევე, ვირუსი აღარ დაუდასტურდა განმეორებითი ტესტის შედეგად არც მეორე პაციენტს და მასაც ხელახალი ტესტი ჩაუტარდება 24 საათის განმავლობაში.

„პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათია ინტერვალში. უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმთელდა. ორივე პაციენტთან განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში თუ პასუხები უარყოფითი იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, მეორე პაციენტის შემთხვევაც პირველი მსგვასად ირანში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.

 მარინა ეზუგბაიამ ასევე ისაუბრა ინფიცირებული ოთხი არასრულწლოვანის მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით,  ამ დროისათვის სიტუაცია სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

„შემოსვლიდან დღემდე, მათი მდგომარეობა ჯერ სტაბილურია. პროგრესირება არ შეიმჩნევა. ერთ-ერთ მათგანთან არის სუფებრილური ტემპერატურა, თუმცა მასზე მეტი კლინიკური ნიშნი ჯერ არ გამოვლენილა. დაახლოებით სამი-ოთხი დღე მაინც გვინდა, რომ დინამიურად შევაფასოთ პროცესი, რათა ვთქვათ – მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირებს თუ პროგნოზულად როგორ შეიძლება შევაფასოთ მომავალში ამ პაციენტების მდგომარეობაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოს მთავრობა მუდმივ რეჟიმში შეახსენებს მოქალაქეებს:

„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ! კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოებისგანაც მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს... კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები!

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის სააგენტო – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

 

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1150)

მთავარი თემები