Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ: საქართველოში სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა

© photo: Government of Georgia / FBმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 4 მარტიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეციალურ ვებ-გვერდზე - www.stopcov.ge კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება, მათ შორის, ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

სამედიცინო ნიღბები - Sputnik საქართველო
გერმანელი ექსპერტი კორონავირუსის განადგურების მეთოდს ასახელებს: ნიღბების ტარება უაზრობაა

დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს, მთლიანად სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გამოვლენილი მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის.

სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პრემიერის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 4 მარტიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება.

კორონავირუსი ირანში - Sputnik საქართველო
კორონავირუსი ირანის პარლამენტში: ინფიცირებულია 23 დეპუტატი

მანამდე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე უკვე შეწყდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.

„ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სასწავლო დაწესებულებებმა კი პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად.

წყალბურთი. ალექსანდრე ურუშაძე - Sputnik საქართველო
კორონავირუსის გამო წყალბურთის მატჩზე თბილისში ტრიბუნები ცარიელი იქნება

გარდა ამისა, მთავრობის 2 მარტის განკარგულებით, ცვლილებები შევიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში.

ცვლილებები გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი კორონავირუსის რისკის მქონე ქვეყნებიდან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ესკორტირებას (მის ეკიპაჟთან ერთად) შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე; ასევე მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ჩანაცვლდება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც რისკ-ჯგუფს არ განეკუთვნება, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია, ხოლო სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე), რომელიც საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, უკან დაბრუნებას ან, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას დაექვემდებარება.

თსუ - Sputnik საქართველო
კორონავირუსთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავა

უწყების ცნობით, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშაოს სპეციალური გეგმა ქვეყნის ეკონომიკაზე ვირუსის შედეგად შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0