შსს: პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს 18 ადამიანი დააკავეს

© Sputnik / Shota Nozadzeაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებსა და რუსთველის გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს 18 პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეცრაზმი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რუსთაველის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
რას ფიქრობენ პოლიტიკოსები ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლაზე

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია, პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია განაგრძოს საქმიანობა", – აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებსა და რუსთველის გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი ზომები.

 

ყველა ახალი ამბავი
0