რას ფიქრობენ პოლიტიკოსები ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლაზე

© Sputnik / Vladimir Umikashviliსპეცრაზმი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რუსთაველის პროსპექტზე
სპეცრაზმი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რუსთაველის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რასთან დაკავშირებითაც პოლიტიკოსებმა მოსაზრებები გამოთქვეს.

თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ცოტა ხნის წინ სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის ორივე შესასვლელი გახსნა და დეპუტატებს შენობაში შესვლისა და მუშაობის დაწყების საშუალება მისცა. 

მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოვიდა - ვიდეო - Sputnik საქართველო
თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოვიდა – ვიდეო

აქციის დაშლასთან დაკავშირებით მასმედიასთან მოსაზრებები გამოთქვეს პოლიტიკოსებმა. 

გიგა ბოკერია: „ასად დაუბრუნდება ივანიშვილს ეს ყველაფერი – რაც დათესა, ბევრად უარესს მოიმკის... ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიციას ჰქონდა ბრძანება ისევ პოლიტიკური დაკვეთის შესრულების, რომ ივანიშვილის სამარცხვინო გუნდისთვის კომფორტი შეექმნა და მშვიდობით შეეყვანათ პარლამენტში. ამაზე იყო მობილიზებული პოლიციის ამხელა ძალა. სამარცხვინოა!“

ალეკო ელისაშვილი: „თუ ივანიშვილს ჰგონოია, რომ გაგვწუწა და მოგვერევა, ცდება. ვინ ვის დაარბევს, ვნახავ... არჩევნებს ვითხოვთ. ამაზე სამართლიანი რა შეიძლება მოვითხოვოთ?! დედას ვუტირებთ, აი, ამას ვუპირებთ!“ 

მიტინგის დაშლა - Sputnik საქართველო
რა ხდება პარლამენტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე

გიგი უგულავა: „მსგავსი უგუნურება არ მინახავს... თუ ვინმეს ჰგონია, რომ ის, რაც ახლა მოაწყვეს, იმის საპირწონე არის, რომ ვიგინდარა თალაკვაძემ ჩაატაროს ბიუროს სხდომა, მაშინ ის იდიოტია და ქვეყნის მართვას უნდა ჩამოაშორო, რადგან ეს არის საერთაშორისო სირცხვილი... ძალიან გული მტკივა იმ პოლიციელების ნაცვლად, რადგან ესენი არიან ბრმა იარაღი ივანიშვილის პირადი ინტერესების“. 

დავით ბაქრაძე: „ივანიშვილი ცდის, საზოგადოება გადაყლაპავს თუ არა ამ შეურაცხყოფას... ეს არ არის მხოლოდ მიტინგის დარბევა ან ძალის გამოყენება. ბიძინა ივანიშვილი პერმანენტულად ცდის ქართულ საზოგადოებას... ხალხო, თუ ჩვენ ეს ყველაფერი გადავყლაპეთ, ჩვენ საერთო მომავალი აღარ გვექნება. ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ადამიანი ყველაფერს გვართმევს. აუცილებლად გაგრძელდება პროტესტი, რაც უნდა ქვიშა და კარვები წაიღონ. პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან. ვისაც არ უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს ბიძინა ივანიშვილის შინამეურნეობა... აუცილებლად გაგრძელდება პროტესტი“. 

 

ყველა ახალი ამბავი
0