ირმა ინაშვილი: საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტი სჭირდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პატრიოტთა ალიანსი" მრავალი წლის განმავლობაში პირველი პარტიაა საქართველოში, რომლის დეპუტატები ღიად დადიან მოსკოვში და რუს დეპუტატებს ხვდებიან - ისინი ქვეყნებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას მოითხოვენ.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ოპოზიციური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერ ირმა ინაშვილს ქვეყნის ნატოში გაწევრიანება დაუშვებლად მიაჩნია.

უკვე მრავალი წელია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაა.

„ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ამ ინტერესებს ვერცერთი პლატფორმა ისე ვერ დაიცავს, როგორც სამხედრო ნეიტრალიტეტი", - განაცხადა ინაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა "თავისუფალ ხედვაში".

როუზ გეტემიულერი და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველოს ინტეგრირება ნატოში არ არის მიმართული ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ

ასეთი კომენტარი გააკეთა ინაშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ 2020 წლის პარლამენტში „ქართული ოცნება" კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად „პატრიოტთა ალიანსთან" ალიანსის შესაძლებლობას არ უშვებს, რადგან „პატრიოტთა ალიანსი" ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

„გინდა, იყავი ჩემთან კოალიციაში და გინდა, ნუ იქნები! გეხვეწება ვინმე, ჩემთან იყო კოალიციაში?!", - ამ სიტყვებით მიმართა ინაშვილმა კობახიძეს, რომელიც ასევე მონაწილეობდა გადაცემაში.

ამასთან, მან მმართველი პარტია გატარებული პოლიტიკის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით გააფრთხილა.

„ქართულ ოცნებას" და მის ლიდერებს კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა – კოალიციაში იქნებით კი არა, ისეთი პოლიტიკა მიგყავთ, თქვენთვის საბედისწერო, რომ პარტნიორებს სანთლით დაუწყებთ ძებნას და ვერ იპოვით", – განაცხადა ინაშვილმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარების მიზნით რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას უჭერს მხარს.

„პატრიოტთა ალიანსი" მრავალი წლის განმავლობაში პირველი პარტიაა საქართველოში, რომლის დეპუტატები ღიად დადიან მოსკოვში და რუს დეპუტატებს ხვდებიან. ისინი ქვეყნებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას მოითხოვენ. მათი მოთხოვნა მოლაპარაკებებში ოფიციალური სტატუსის მინიჭების შესახებ, საქართველოს ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა.

ყველა ახალი ამბავი
0