გახარია: საქართველოს ინტეგრირება ნატოში არ არის მიმართული ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ

© photo: Government of Georgia / FB როუზ გეტემიულერი და გიორგი გახარია
როუზ გეტემიულერი და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვიზიტით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია იმყოფება

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ინტეგრირება ნატოში არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გეტემიულერთან შეხვედრის შემდეგ.

ბურჯანაძე: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ქვეყნის განადგურების ტოლფასია >>

ბათუმში 3-4 ოქტომბერს მიმდინარეობს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს - ნატოს მთავარი ხელმძღვანელი ორგანოს - მეხუთე ვიზიტი. დელეგაციას, რომელშიც ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი შედის, გეტემიულერი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ნატო-ს კომისიის სხდომა იმართება.

„საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება და ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროის გამოკითხვებით, საქართველოს მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ნატოში სრულ ინტეგრირებას. მეორეც - რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს გაწევრიანება, ინტეგრირება ნატოში არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ“, - განაცხადა  გახარიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ეს არის ის, რასაც ეყრდნობა საქართველო დემოკრატიზაციისა და განვითარების გზაზე.

Саломе Зурабишвили - Sputnik საქართველო
„ტერორისტების ყურადღებას მივიქცევთ“ – ზურაბიშვილი აშშ-ის ბაზის განთავსების საფრთხეებზე

„შესაბამისად, ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს იმის თავისუფლება და იმის რესურსი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, როგორ, რა მიმართულებით, რა გაერთიანებებში იქნება საქართველო", - განაცხადა გახარიამ.

რუსეთი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიაში შენარჩუნებულია არასტაბილურობა, რომელიც, მათ შორის, პროვოცირებულია საქართველოს ნატოში გაძლიერებისა და შემდეგ უკვე, ალიანსის მეშვეობით — რეგიონში გაძლიერების მცდელობით.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა მონაწილე პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. 2004 წლიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, 2011 წელს კი მიიღო „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი. 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებების პაკეტი, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას შეუწყობდა ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0