01:19 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
რუსთავის ციხე-სიმაგრე

რუსთავის ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციაზე 120 ათასი ლარი დაიხარჯება

© photo: Jege Sakhokia / FB
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

რუსთავის ციხე-ქალაქის სარებილიტაციო სამუშაოები ნაგებობის ყველაზე დაზიანებული მონაკვეთის გამაგრებით დაიწყო.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. რუსთავში ისტორიული ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთავის ციხე (ან რუსთავის ციხე-ქალაქი) ისტორიული ციხე-სიმაგრეა კუხეთის, რუსთავის ტერიტორიაზე. ციხე წარმოადგენდა თბილისის ირგვლივ დედაქალაქის დასაცავად აგებულ ციხეთაგან ერთ-ერთს. თავისი არსებობის მანძილზე ციხეს ჰქონდა სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე. თავდაპირველად (V-VIII საუკუნეები) ზღუდეს ოთხკუთხა კოშკები ჰქონდა, მეორეს, ე.წ. შიდა ზღუდეს – ნახევარწრიული კოშკები. შემდგომ ეს ორივე ზღუდე ერთ ზღუდედ გაუერთიანებიათ (IX-XI საუკუნეები). მესამე, ე.წ. გარე ზღუდეს ჰქონდა გვირაბიანი კარიბჭე (XII-XIII საუკუნეები). ციხეს აღმოსავლეთის მხრიდან ერთდოულად ორი ზღუდე ჰქონდა შემორტყმული. რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში, რომელშიც არის ფრესკები. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ყველაზე მეტად დაზიანებული ციხის ჩრდილოეთი ზღუდის გამაგრებას ითვალისწინებს.

რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის ნაზი პაჭიკაშვილის თქმით, ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად დაზიანებულია, ჩამოშლის ზღვარზეა და სწორედ ამიტომ იწყება აქედან სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები.

„ეს მონაკვეთი ყველაზე დაზიანებულია, ჩამოშლის ზღვარზეა და სწორედ ამიტომ ვიწყებთ აქედან სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის ციხე-სიმაგრე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ყველაზე გამაგრებული ნაწილია და ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიის შემცველია მისი თითოეული მონაკვეთი“, – ციტირებს ნაზი პაჭიკაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ციხის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე განხორციელდება. სამუშაოები, რომელიც დღეს დაიწყო, 120 ათასი ლარი ჯდება და მას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

მთავარი თემები