ქართული კომპანიები Websummit 2018-ზე წარდგებიან

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშილისაბონი
ლისაბონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორმუმი IT-ს, ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის (BPO) სფეროში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რაც ქართული კომპანიებისთვის მნიშნელოვანი ბიზნეს-კავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. Websummit 2018-ზე, რომელიც ლისაბონში 5-დან 8 ნოემბრის ჩათვლით იმართება, ქართული სტენდი განთავსდება, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

ქართული სტენდის განთავსებას ორგანიზებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უწევს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით.  

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ქართულ სტენდზე 12 ქართული სერვისის მიმწოდებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი: Mobility International, Solaris, OptioAI, Redberry, BetterFly, QuickCash, Unicorp, Pawwwn, Travel Guide App, Web doors, Lingwing, Pulsari. მათ შორის 5 სტარტაპია.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფორუმი IT-ს, ინოვაციების, ტექნოლოგიების და ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის (BPO) სფეროში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია ღონისძიებაა და მას 170-ზე მეტი ქვეყნიდან 70 000-მდე მონაწილე ესწრება, რაც ქართული კომპანიებისთვის მნიშნელოვანი ბიზნეს-კავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

მარინა პიპინაშვილის ქალიშვილი, ნეკა ბაღდავაძე იტალიაში ფილმის გადაღების დროს - Sputnik საქართველო
ქართული საპროდიუსერო კომპანიები ლოკაციების ამერიკულ გამოფენაზე წარდგებიან

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრები აღნიშნულ სექტორებში მოღვაწე კომპანიებთან, კერძოდ, თითოეულ დაინტერესებულ პირს გააცნობენ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, საექსპორტო პოტენციალს და იმ მექანიზმებს, რასაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ქართული სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს ასევე ჩანიშნული აქვთ B2B შეხვედრები.

„აწარმოე საქართველოში“ — საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სააგენტოა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერით არის დაკავებული. სააგენტო სამ კომპონენტს აერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს. სააგენტოს ინტერესების სფეროში მოხვდა უამრავი პროექტი, მათ შორის „ერთიანი აგროპროექტი" და „სტარტაპ საქართველო". 2016 წელს სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება დაემატა.

 

ყველა ახალი ამბავი
0