ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა აქტიურად დაიცვას მსოფლიო მშვიდობა

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველო ევროკავშირის ორ — ცენტრალური აფრიკისა და მალის რესპუბლიკების — მისიებში იღებს მონაწილეობას.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik.  საქართველო მზადაა აქტიურად მიიღოს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს, 21 ივლისს.

„როგორც ევროკავშირის ერთგული და პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ მზად ვართ აქტიური როლი შევასრულოთ მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში“, — აღნიშნა ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან, დონალდ ტუსკთან გამართული შეხვდრის შემდეგ.

ამ დროისათვის საქართველო ევროკავშირის ორ — ცენტრალური აფრიკისა და მალის რესპუბლიკების — მისიებში იღებს მონაწილეობას.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისია 2014 წლის 1 აპრილიდან ხორციელდება, ხოლო მალის სამხედრო საწვრთნელი მისია — 2013 წლის თებერვლიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0