თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველო მზადაა აქტიურად მიიღოს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს, 21 ივლისს.
„როგორც ევროკავშირის ერთგული და პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ მზად ვართ აქტიური როლი შევასრულოთ მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში“, — აღნიშნა ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან, დონალდ ტუსკთან გამართული შეხვდრის შემდეგ.
ამ დროისათვის საქართველო ევროკავშირის ორ — ცენტრალური აფრიკისა და მალის რესპუბლიკების — მისიებში იღებს მონაწილეობას.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისია 2014 წლის 1 აპრილიდან ხორციელდება, ხოლო მალის სამხედრო საწვრთნელი მისია — 2013 წლის თებერვლიდან.