04:29 22 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ნატოს სამხედრო სწავლებები

ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საკუთარი უნარები აჩვენეს

© photo: Sputnik / Оксана Джадан
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
4 0 0

სწავლებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის 220 სამხედრო მოსამსახურე და ბულგარეთისა და რუმინეთის ოცეულები მონაწილეობდნენ.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ნატოს სწავლებები Agile Spirit 2015, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ტარდება, 21 ივლისს ჟურნალისტებისთვის გაიხსნა, იუწყება ქართული პრესა.  

ქართველი, ამერიკელი და სხვა უცხოელი სამხედროები სწავლებისას პირობით დასახლებულ პუნქტს უტევდნენ. ოპერაციაში მათ ჯავშანმანქანები და  UH-1H „იროკეზის“ ტიპის ვერტმფრენიც ჩართეს დაჭრილების გამოსაყვანად.  

„ეს ურთიერთთავსებადობის კარგი მაგალითი იყო.  Agile Spirit მაღალი დონის სამხედრო სწავლებებია, რომელშიც ბევრი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ“, — თქვა აშშ საზღვაო ქვეითთა ძალების სარდლის მოადგილემ ევროპასა და აფრიკაში ჯეიმს დოელანმა (James E. Donnellan).

სწავლებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის 220 სამხედრო მოსამსახურე და ბულგარეთისა და რუმინეთის ოცეულები მონაწილეობდნენ. 

სწავლებებზე დამკვირვებლებად მოწვეულები არიან ლიტველი, ლატვიელი, სომეხი და თურქი ოფიცრები.

საქართველოში 8 ივლისს დაწყებული მრავალეროვნული სწავლებები, რომლებიც საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს, ოფიციალურად 22 ივლისს დასრულდება. 

მთავარი თემები