08:43 24 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

ფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა საგრძნობი ნახტომი გააკეთა ფიფას რეიტინგში

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2 0 0

ამ სეზონში ქართველ ფეხბურთელებს ხუთი ჩატარებული მატჩიდან არც ერთი წაგება არ აქვთ, თუმცა, გამარჯვების მოპოვება მან მხოლოდ ერთხელ შეძლო.

თბილისი, 15 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას სექტემბრის რეიტინგში 21 საფეხურით აიწია და 89–ე ადგილზე დამკვიდრდა.

გუნდის ასეთი ხარისხიანი ნახტომი აიხსნება იმით, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ, ამ სეზონში ქართველ ფეხბურთელებს ხუთი ჩატარებული მატჩიდან არც ერთი წაგება არ აქვთ, თუმცა, გამარჯვების მოპოვება მან მხოლოდ ერთხელ შეძლო.

ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებს საუკეთესო მაჩვენებელი 2008 წლის სექტემბერში ქონდა, როდესაც რეიტინგში 77–ე ადგილს იკავებდა. დაწყებული 2009 წლის იანვრიდან ქართული გუნდი ასეულის მიღმა იმყოფებოდა. 

ფიფას მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში კვლავ ესპანეთის ნაკრები ლიდერობს, ჰოლანდიელები მეორე ადგილს იკავებენ, ხოლო მესამეზე – ბრაზილიის ნაკრები გუნდია.

ფიფას ვერსიით მსოფლიოს საფხხბურთო ნაკრებების საუკეთესო ოცეული:

1 (1). ესპანეთი - 1824

2 (2). ჰოლანდია - 1663

3 (4). გერმანია - 1490

4 (3). ბრაზილია - 1480

5 (5). არგენტინა - 1351

6 (7). ინგლისი - 1191

7 (6).  ურუგვაი - 1182

8 (8). პორტუგალია - 1049

9 (9). ეგვიპტე - 1034

10 (10). ჩილი - 1004

11 (11). ხორვატია - 998

12 (12). საბერძნეთი - 973

13 (11). იტალია - 965

14 (22). ნორვეგია - 958

15 (13). სერბეთი - 945

16 (27). სლოვაკია - 919

17 (15). პარაგვაი - 904

18 (18). აშშ - 899

19 (19). სლოვენია - 897

20 (23). განა - 889

 

რაც შეეხება გუნდებს, რომლებიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე F ჯგუფში ასპარეზობენ, საუკეთესო ოცეულში შევიდნენ ხორვატიისა და საბერძნეთის ნაკრები გუნდები.

 

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სტარტზე ფიფას ახალი რეიტინგის მიხედვთ მდგომარეობა ასეთია:

 

11 (11). ხორვატია - 998

12 (12). საბერძნეთი - 973

36 (38). ისრაელი- 721

68 (49). ლატვია - 494

89 (110). საქართველო - 357

150 (151). მალტა – 96

მთავარი თემები