თბილისი, 15 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას სექტემბრის რეიტინგში 21 საფეხურით აიწია და 89–ე ადგილზე დამკვიდრდა.
გუნდის ასეთი ხარისხიანი ნახტომი აიხსნება იმით, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ, ამ სეზონში ქართველ ფეხბურთელებს ხუთი ჩატარებული მატჩიდან არც ერთი წაგება არ აქვთ, თუმცა, გამარჯვების მოპოვება მან მხოლოდ ერთხელ შეძლო.
ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებს საუკეთესო მაჩვენებელი 2008 წლის სექტემბერში ქონდა, როდესაც რეიტინგში 77–ე ადგილს იკავებდა. დაწყებული 2009 წლის იანვრიდან ქართული გუნდი ასეულის მიღმა იმყოფებოდა.
ფიფას მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში კვლავ ესპანეთის ნაკრები ლიდერობს, ჰოლანდიელები მეორე ადგილს იკავებენ, ხოლო მესამეზე – ბრაზილიის ნაკრები გუნდია.
ფიფას ვერსიით მსოფლიოს საფხხბურთო ნაკრებების საუკეთესო ოცეული:
1 (1). ესპანეთი - 1824
2 (2). ჰოლანდია - 1663
3 (4). გერმანია - 1490
4 (3). ბრაზილია - 1480
5 (5). არგენტინა - 1351
6 (7). ინგლისი - 1191
7 (6). ურუგვაი - 1182
8 (8). პორტუგალია - 1049
9 (9). ეგვიპტე - 1034
10 (10). ჩილი - 1004
11 (11). ხორვატია - 998
12 (12). საბერძნეთი - 973
13 (11). იტალია - 965
14 (22). ნორვეგია - 958
15 (13). სერბეთი - 945
16 (27). სლოვაკია - 919
17 (15). პარაგვაი - 904
18 (18). აშშ - 899
19 (19). სლოვენია - 897
20 (23). განა - 889
რაც შეეხება გუნდებს, რომლებიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე F ჯგუფში ასპარეზობენ, საუკეთესო ოცეულში შევიდნენ ხორვატიისა და საბერძნეთის ნაკრები გუნდები.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სტარტზე ფიფას ახალი რეიტინგის მიხედვთ მდგომარეობა ასეთია:
11 (11). ხორვატია - 998
12 (12). საბერძნეთი - 973
36 (38). ისრაელი- 721
68 (49). ლატვია - 494
89 (110). საქართველო - 357
150 (151). მალტა – 96