ექინაცეა, ანუ „ოქროს ყვავილი" – ნომერი პირველი იმუნიტეტის ასამაღლებლად

© Pixabay / _Alicja_ექინაცეა
ექინაცეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექინაცეა მკურნალობს იმუნიტეტის დაქვეითებას, აბრკოლებს ინსულტისა და ინფარქტის განვითარებას, აქვს კანის რეგენერაციის უნარი, გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, მალე ახორცებს ჭრილობებს, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას

ექინაცეა (Echinacea) მრავალწლოვანი მცენარეა ასტრისებრთა ოჯახის. მისი ლათინური დასახელება მოდის ბერძნული სიტყვიდან echinatus – „ეკლიანი". ყველაზე შესწავლილი და ცნობილი სახეობაა მეწამული ექინაცეა (Echinacea purpurea). აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, ფარმაკოლოგიასა და დეკორატიულ მებაღეობაში.

ფითრი - Sputnik საქართველო
ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე

ექინაცეას სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა. ინდიელები მას „ოქროს ყვავილსა" და „დაისის მზეს" უწოდებდნენ და უძველესი დროიდან იყენებდნენ ჭრილობების, ჩუტყვავილის, სეფსისის, სიფილისის, კიბოსა და გველის ნაკბენის დროს. ევროპაში მე-17 საუკუნეში შემოვიდა. XX საუკუნეში მეცნიერებმა მცენარის სამკურნალო თვისებები აღმოაჩინეს და დაიწყეს მისი მოყვანა.

ექინაცეას ყვავილები, ფესვები და ფოთოლი სხვადასხვა პრეპარატის (240-ზე მეტი) წარმოებას დაედო საფუძვლად, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შარდმდენი, ანტიალერგიული, იმუნომოდულირების, ბაქტერიციდული, ანტირევმატული.

განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ექინაცეა რესპირატორულ ვირუსებთან და იმუნიტეტის დაქვეითებასთან საბრძოლველად ბავშვებში.

ექინაცეას შემადგენლობა 

მცენარის შემადგენლობაშია მრავალფეროვანი მინერალური და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: რკინა, სელენი, კალიუმი, კალციუმი, ვერცხლი, კობალტი, მანგანუმი, მაგნიუმი, თუთია. იმუნომოდულაციაზე პასუხისმგებელია პოლისაქარიდები, საპონინები, ეთერზეთები, გლიკოზიდები, ინულინი, ორგანული მჟავები, ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, გლუკოზა, ფიტოსტერინები, ფისი, ვიტამინები.

ისპანახი - Sputnik საქართველო
ისპანახი და მისი სასარგებლო თვისებები

სოკოს საწინააღმდეგო ფუნქციას ასრულებს პოლიენები, ანტისეპტიკურს – ფენოლმჟავები; ბეტაინი აბრკოლებს ინსულტისა და ინფარქტის განვითარებას.

ფენოლკარბონმჟავები აძლიერებს იმუნიტეტს, ახასიათებს შარდმდენი თვისებები.

ექინაცეა – სასარგებლო თვისებები

აქვს კანის რეგენერაციის უნარი, გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, აშორებს „სიბერის ლაქებს“, მალე ახორცებს ჭრილობებსა და კანის დაზიანებებს.

იცავს გულ–სისხლძარღვოვან სისტემას. მცენარის ანტიოქსიდანტური თვისებები აქვეითებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის შემცველობას, წმენდს სისხლძარღვებს და ამაღლებს მათ ელასტიკურობას.

პრასი და მისი სასარგებლო თვისებები>>

ექინაცეა წმენდს ორგანიზმს: სისხლს, ლიმფურ სისტემას მთლიანობაში, ამაღლებს ღვიძლისა და თირკმელების მუშაობის ეფექტურობას.

აწესრიგებს ნერვულ სისტემას. იყენებენ დეპრესიული მდგომარეობის, გადაღლისა და ნერვული გამოფიტვის დროს.

ნიორი - Sputnik საქართველო
ნიორი და მისი სასარგებლო თვისებები

იცავს ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან.

აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

არის ონკოპროტექტორული საშუალება.

გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ხშირი გაციების დროს.

ეფექტურია ქალური დაავადებების დროს, მათ შორის თეთრად შლისას.

თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების, ყურის ინფექციების დროს.

CC0 / Pixabay / ექინაცეა
ექინაცეა, ანუ „ოქროს ყვავილი – ნომერი პირველი იმუნიტეტის ასამაღლებლად - Sputnik საქართველო
ექინაცეა

ასევე კარგი საშუალებაა სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკის, ნაწლავის ჩხირის დროს.

შესანიშნავი ეფექტი აქვს უძილობისა და მომატებული გაღიზიანებულობის დროს.

გამოიყენება დამწვრობის, მწერების ნაკბენის დროს (გარეგანი მოხმარებისთვის). ექინაცეას ძველად გველის ნაკბენის სამკურნალოდ იყენებდნენ. მის ფესვს სხვაგვარად გველის ფესვსაც უწოდებენ.

ნუში - Sputnik საქართველო
ნუში და მისი სასარგებლო თვისებები

არის ეფექტური ანტიალერგიული საშუალება.

როგორ მზადდება ექინაცეას ნახარში, ნაყენი

ექინაცეას ნახარშის დამზადების წესი:
საჭიროა მცენარე დაქუცმაცებული 1 ჩაის კოვზის ოდენობით და 1 ჭიქა წყალი. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ ექინაცეა, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთი. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 30 წუთი, მერე გადაწურეთ.
ექინაცეას ნაყენის დამზადების წესი:
დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 70%–იანი სპირტი 4/1 თანაფარდობით. გააჩერეთ ერთი თვე. ნაყენი უნდა მიიღოთ 15 წვეთის ოდენობით ჭამის წინ წყალში ან ჩაიში გახსნილი.

ექინაცეას მიღება არ შეიძლება, თუ ადამიანს აქვს

  • მწვავე ლეიკოზი
  • ავთვისებიანი ახალწრამონაქმნები
  • დიაბეტი
  • ინდივიდუალური აუტანლობა, ალერგია მცენარის მიმართ
  • ტუბერკულოზი
  • მგლურა
  • არ შეიძლება მცენარის მიღება შეუწყვეტლივ. საჭიროა შესვენებები.
  • ორსულობისა და ლაქტაციის დროს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0