ღვია (Juniperuc sabina) – კვიპაროსისებრთა ოჯახის მარადმწვანე წიწვოვანი ბუჩქი ან ხებუჩქია. კომფორტულ პირობებში 600-დან 3 ათას წლამდე ცოცხლობს.
ღვია ჩვენ პლანეტაზე დაახლოებით 50 მილიონი წელია არსებობს. სამკურნალოდ ის პირველად ძველ ეგვიპტეში, ხოლო შემდეგ ძველ საბერძნეთსა და რომში გამოიყენეს.
ღვია 70-მდე სახეობას ითვლის. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიაში, კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას უწოდებენ ტუიას, ღვიოს, ოდაღაჯს, ჭყერს, ჭყერუს.
ღვიის კალორიულობა და შემადგენლობა
ღვიის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 116,3 კკალორიაა.
ღვია შეიცავს აქტიურ მოქმედ ნივთიერებებს – მონოტერპენებს, ეთერზეთებს, ვიტამინებს (განსაკუთრებით С), მიკროელემენტებს, შაქარს, ფისს, ორგანულ მჟავებს.