არაგვმა ირემი გაიტაცა – ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება

© courtesy of Tbilisi Zooშველი
შველი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ფასანაურში მდინარე არაგვმა ირემი გაიტაცა და დიდი სისწრაფით მიაქანებს.

როგორც ვიდეოს ავტორი თიკო ჩოხელი „ფეისბუქზე“ წერს, არ იცის რა ბედი ეწია ირემს, თუმცა, იმედი აქვს, გადარჩა.

ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარების ავტორები ფიქრობენ, რომ ირემი საკუთარი ნებით შევიდა მდინარეში და მას თავი წყალზე შესანიშნავად უჭირავს, ამიტომ, დიდი ალბათობით, სამშვიდობოს ადვილად გავიდოდა.

ყველა ახალი ამბავი
0