როგორც ვიდეოს ავტორი თიკო ჩოხელი „ფეისბუქზე“ წერს, არ იცის რა ბედი ეწია ირემს, თუმცა, იმედი აქვს, გადარჩა.
ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარების ავტორები ფიქრობენ, რომ ირემი საკუთარი ნებით შევიდა მდინარეში და მას თავი წყალზე შესანიშნავად უჭირავს, ამიტომ, დიდი ალბათობით, სამშვიდობოს ადვილად გავიდოდა.