ექსპერტი – რა მოხდებოდა საქართველოში რუსეთის სანქციების ამოქმედების შემთხვევაში

© Sputnik / Levan Avlabreliდემურ გიორხელიძე
დემურ გიორხელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მარტო 2019 წლის იანვარ-მაისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა და 568,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 11,5%-ია.

ნატა პატარაია

რუსეთი ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორიცაა – იმავე 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ამ ქვეყანაში დაახლოებით 21,4 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5%-ით მეტია. რუსეთი ლიდერობს საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობითაც. მისი ხვედრითი წილი ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების მთლიან მოცულობაში 23,9%-ია. პირველ ადგილზეა რუსეთი 2019 წლის ხუთ თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობითაც.

რუსეთთან ურთიერთობები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და შემდგომი საპროტესტო ტალღის შემდეგ გამწვავდა. აქციებზე ანტირუსული ლოზუნგების და საქართველოს პირველ პირთა მკვეთრი განცხადებების პასუხად მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო „როსპოტრებნადზორმა“ საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლი გაამკაცრა. 

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი სანქციების დაწესების წინააღმდეგია, თუმცა დუმა განცხადებას არ გაიწვევს

მას შემდეგ რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მთავრობას საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი სპეციალური ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა შესთავაზა. ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის პატივისცემის გამო“ მხარს არ დაუჭერს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას.

რამზან კადიროვი - Sputnik საქართველო
„ის კავკასიის შვილი არაა" – კადიროვი Rustavi 2-ის წამყვანის შესახებ

იმაზე, რა მოხდებოდა რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების, ასევე საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლების და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აკრძალვის შემთხვევაში, Sputnik–საქართველოსთან ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ ისაუბრა.

დემურ გიორხელიძე

– ფულადი გადმორიცხვები თუ აიკრძალა, პირველ რიგში დაზარალდება ის ასი ათასობით ადამიანი, რომლებიც რუსეთში მყოფი ოჯახის წევრებისგან ყოველთვიურადად თანხას იღებენ და იმ ფულით არსებობენ. ასე რომ, აქ პირველ რიგში პრობლემა ადამიანებს შეექმნებათ.

მეორე პრობლემა ის არის, რომ საქართველო, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული და რომელსაც უცხოური ვალუტის შემოდინების სტაბილური წყარო არ გააჩნია, მნიშვნელოვანწილად გადმორიცხვებზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ევროპიდანაც. რუსეთზე ფულადი გადმორიცხვების საკმაოდ დიდი წილი მოდის. ცხადია, მისი აკრძალვა ფულის ნაკადს შეამცირებს და გარკვეულ პრობლემებს გააჩენს.

სალომე ზრაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: დღეს ქვეყნის ღირსების შემლახველი ფაქტი მოხდა

ღვინისა და სხვა პროდუქტების აკრძალვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაკარგი იქნება ადგილობრივი კომპანიებისთვის. მაგრამ აქ ეკონომიკური ზარალი არ არის მთავარი, ჩვენი ეკონომიკა ისედაც დაქცეულია, ამიტომ დაქცეულ ეკონომიკას დიდად ვერ დააქცევ. რა თქმა უნდა, უამრავი ფირმა დაზარალდება, მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია. აქ არის პოლიტიკური და სახელმწიფოს უსაფრთხოების პრობლემა, რადგან პროვოკაციები, რომლებიც საქართველოში ხდება, გნებავთ, ის საპროტესტო აქცია, რომელსაც ანტისაოკუპაცია ჰქვია და სინამდვილეში გარედან დაკვეთილი მიტინგია, სწორედ იმის გამოა, რომ ეს ეკონომიკური ურთიერთობები გაფუჭდეს. მათი მოტივი კი ისაა, რომ თუ კარგი ეკონომიკური ურთიერთობა დამყარდება საქართველოს და რუსეთს შორის, პუტინი საქართველოს ხელში ჩაიგდებს. ასეთი შესაძლებლობების არსებობის შესახებ საუბრის შედეგად კი ჩვენ მივიღეთ საფრთხეები, რომლებიც ძალიან სერიუზულია. ეს პროვოკაციები კიდევ გაგრძელდება ქვეყნის წინააღმდეგ. ემბარგო, რა თქმა უნდა, არის დანაკარგები, მაგრამ ამაზე არ შეიძლება ძალიან დიდი აქცენტის გაკეთება, ჩვენ ვიღებთ გაცილებით დიდ საფრთხეებს სახელმწიფოს მომავლისათვის.

ახალშენები თბილისში - Sputnik საქართველო
უძრავი ქონება საქართველოში და რუსი მყიდველები - სავარაუდო ზარალი

– ალტერნატიულ ბაზრებზე რას იტყვით, რამდენად შედეგის მომტანი იქნება ამ მიმართულებით მუშაობა?

– კი, ბატონო, მოძებნონ ალტერნატიული ბაზარი, მაგრამ მაღალპროფილირებული ჩვენ არაფერი გვაქვს. ევროპაში ვის სჭირდება ის პროდუქცია, რომელიც ქართველებს აქვს? ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ პროცენტულად გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირში. აბა ერთი აბსოლუტურ მაჩვენებლებში ნახეთ, რა მიზერულ თანხებზეა საუბარი. ჩვენ სირაქლემას პოზაში ვართ. ქართული ეკონომიკა არის დეინდუსტრიალიზებული, კატასტროფის პირას მისული ეკონომიკა არასწორი პოლიტიკის შედეგად, რადგან, თურმე, ტურიზმია მამოძრავებელია ეკონომიკის. ტყუილზე აგებული და არაპროფესიონალიზმზე აგებული ეკონომიკა საბოლოო ჯამში ჩიხში შედის.

– მაშინ სად არის გამოსავალი ?

– გამოსავალი არის პოლიტიკურ პროცესში. ეს არ არის ემოციურად დატვირთული ხალხის გადასაწყვეტი. მათ უნდათ კარგი ცხოვრება. საქართველოში მოღვაწე პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ლიდერებმა პრობლემის გადაწყვეტა უნდა ისწავლონ. 30 წელი გადის და ერთი სასიცოცხლო პრობლემაც კი არ არის გადაჭრილი. ამიტომ არანაირ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში არ არის გამოსავალი. გამოსავალი პოლიტიკაშია.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0