„ბასილიადა“ – მოხუცთა სულის სავანე

© photo: Ruso Beridze / FBპანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე მის ბინადრებთან ერთად
პანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე მის ბინადრებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსუდან  ბერიძე პანსიონატ  „ბასილიადას“  დამფუძნებელია.  5 წლის წინ  მამის გამო დაწყებული საქმეს  დღეს უკვე მარტო აგრძელებს.   30 ხანდაზმულთან ერთად ცხოვრება მარტივი არ არის, მაგრამ მან  შეძლო, როგორც თვითონ ეძახის „ ჩემებისთვის“,  ისეთი გარემო შეექმნა,  რომელშიც მოხუცები თავს ისე გრძნობენ,  როგორც საკუთარ  სახლში.

ნინი რაზმაძე 

– ყველაფერი სრულიად მარტომ დავიწყე… მოვიდა იდეა და შემდგომ დავიწყე გზების მოძიება იდეის  განხორციელებისთვის, რომელიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თითქმის 20 წელი ვუვლიდი მშობლებს, დედას მხედველობის პრობლემა ჰქონდა,  დიალეზზე იყო, მამას  კი კიდურების პრობლემები  ჰქონდა. თავის დროზე მამა საზოგადოების აქტიური წევრი იყო, გარკვეული პერიოდი რამდენიმე ქარხანას ხელმძღვანელობდა  და უცებ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღმოჩნდა გამოკეტილი ერთ ოთხში. იდეაც სწორედ მაშინ დაიბადა.  მინდოდა, შემექმნა პანსიონატი,  სადაც ადამიანებს  ერთმანეთთან  ურთიერთობის საშუალება ექნებოდათ.  როცა აქ გადმოვედით,  მამა სულ იწვა, ვუყვებოდით რას ვაკეთებდი ეზოში, სახლში და ამით უზომოდ ბედნიერი იყო.

– რატომ ეძახით პანსიონატს  და არა მოხუცთა თავშესაფარს?

– თავშესაფარი ჩემზე  დამთრგუნველად მოქმედებს, თითქოს ის არის ადგილი,  სადაც ელემენტარული მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილონ. პანსიონატი კი უნდა ყოფილიყო ის ადგილი, სადაც იცხოვრობდნენ  ბედნიერი, გალამაზებული, გამოპრანჭული ბებიები და ბაბუები. რამდენიმე დღის წინ  ჩემი ერთი ბებო მეუბნებოდა, მოდი ამ ადგილს სანატორიუმი დავარქვათ, ჩვენ უკვე პანსიონატსაც გავცდითო. ადამიანებისთვის აქ ყოფნა უნდა იყოს ღირსეული, ჩემმა ბებოებმა და ბაბუებმა მინდა იპოვონ საკუთარი თავი და სწორედ აქ იყვნენ ბედნიერები. 

© photo: courtesy of Ruso Beridzeპანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე
„ბასილიადა“ – მოხუცთა სულის სავანე - Sputnik საქართველო
პანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე

– პანსიონატის სახელიც ძალზე ლამაზია...

– წმინდა მამა ბასილი ხანდაზმულთა მფარველია, სახელიც აქედან მოდის.

– პანსიონატის გახსნა და მოხუცების პატრონობა ძალზე დიდი პასუხისმგებლობაა...

– პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, მაგრამ საერთოდ არ შემშინებია.  ადრე ვიყავი ერთ-ერთი  შვეიცარული კომპანიის კომერციული დირექტორი, შემდგომ გადავედი გერმანულ კომპანიაში, შესაბამისად,  მივიღე გამოცდილება და გამომიმუშავდა ის უნარები, რაც ამ საქმის ორგანიზებაში დამეხმარა.  თუმცა,  დასაწყისში იყო უამრავი სირთულე. 

8 მარტი - Sputnik საქართველო
სიყვარულით გაჯერებული მარტოობის კუნძული

– რთული არ არის ამდენი განსხვავებული ხასიათის  მოხუცთან ურთიერთობა?

– ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, უბრალოდ, უნდა შეგეძლოს იპოვო ოქროს შუალედი,  მიუდგე ადამიანს, გახსნა იგი და შემდეგ უკვე ყველაფერი ადვილია. რა თქმა უნდა, ერთ სივრცეში ამდენი განსხვავებული ადამიანის ცხოვრება  არ არის მარტივი, ამიტომ სულ ვცდილობ,  რომ მათ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან ჰქონდეთ კონტაქტი.  კომუნიკაცია გვეხმარება იმაში,  რომ ადვილი იყოს ერთად ყოფნა. 

– თქვენც მათთან ერთად ცხოვრობთ?

– კი, თავიდანვე ვიფიქრე,  რომ იქ,  სადაც მე არ ვიცხოვრებდი,  სხვას არ მივიყვანდი. ყველაფერზე, თითოეული ოთახის ფერზე პირადად ვიზრუნე.  მინდოდა, რომ ბედნიერი და თბილი გარემო ჰქონოდათ,  რომ გაღვიძებისთანავე  კარგ ხასიათზე დამდგარიყვნენ. 

© photo: courtesy of Ruso Beridzeპანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე
„ბასილიადა“ – მოხუცთა სულის სავანე - Sputnik საქართველო
პანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე

– რა ახარებთ ყველაზე მეტად?

– ჩემს მოხუცებს ყველაზე მეტად ახარებთ  სტუმრები, სიმღერები, ცეკვები.  თუ ოთახში ჩუმად და მოწყენილები სხედან, ჩავრთავ ტელევიზორს,  ვიწყებთ ცეკვას, ვმხიარულობთ და წამში იცვლება ყველაფერი. ამ ადამიანებს ყველაზე მეტად ურთიერთობები, საზოგადოებაში გასვლა უნდათ.  დილით რომ ადგებიან,  ყველა წესრიგდება, იკეთებს  მაკიაჟს,  სამკაულებს.  სიცოცხლე ხომ  ყველგან შეიძლება ჩქეფდეს თუ ამას ხელს შეუწყობ.  ერთმანეთზე ზრუნავენ და უფრთხილდებიან – მაწონის საყიდლად გასვლამდე ბაბუას ბებო თბილ ჟაკეტს რომ მიუტანს და ეტყვის, თბილად ჩაიცვი არ გაცივდეო,  სწორედ ესაა მზრუნველობა, რაც ასე ახარებთ და აბედნიერებთ აქ მყოფ ადამიანებს. 

© photo: courtesy of Ruso Beridzeპანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე
„ბასილიადა“ – მოხუცთა სულის სავანე - Sputnik საქართველო
პანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე

– როგორ აღნიშნავთ დღესასწაულებს?

– ჩვენთან  ისეთი მოხუცებიც ყოფილან, რომლებიც  მთელი ცხოვრება გაჭირვებაში ცხოვრობდნენ და რომ რომელთა დაბადების დღეც შეიძლება არავის გახსენებოდა. ჩვენ მათთვის ნამდვილ დღესასწაულს  ვაწყობთ, ტორტით, სანთლებით, სიმღერითა და საჩუქრით ვულოცავთ.  დღესასწაულის დღეებში განსხვავებული მენიუ  გვაქვს, გვიკავშირდებიან  სხვადასვა კომპანიები,  რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მოხუცების გახარებაში.

– რაზე ოცნებობენ თქვენი მოხუცები?

– ყველას  ინდივიდუალური ოცნება აქვს, მაგრამ გვაქვს საერთო ოცნებაც.  პანსიონატში გვინდა გვქონდეს ლიფტი. შენობის მესამე სართული გავარემონტე,  მაგრამ მწოლიარე ან ინვალიდი ადამიანის მიღება არ შეგვიძლია.  ლიფტი რომ გვქონდეს, კიდევ 15 ადამიანს თავისუფლად მივიღებდი. როცა მეორე სართულზე  მობინადრე ცუდად ხდება, „სასწრაფო დახმარებასთან“ ერთად მაშველების გამოძახებაც  გვიწევს, რადგანაც ჩვენი ძლებით ვერ ვახერხებთ ავადმყოფის ქვედა სართულზე ჩამოყვანას. 

© photo: courtesy of Ruso Beridzeპანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე
„ბასილიადა“ – მოხუცთა სულის სავანე - Sputnik საქართველო
პანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე

– როგორც ვიცი სილამაზის  სალონიც გაქვთ , ამიტომაც არიან  თქვენი ბებოები სულ ფორმაში...

– ჩემი მეგობრები მეუბნებიან,   ცხოვრება რაც უფრო ცუდად გექცევა,  მით უფრო კარგად გამოიყურებიო. მინდოდა ჩემები ყოველთვის გამოპრანჭულები და ბედნეირები ყოფილიყვნენ.  სილამაზის სალონი მოვაწყვეთ,  ზოგს თმას ვუღებავთ, ზოგი ვარცხნილობას იკეთებს,  ვცდილობთ  ჩვენთან ყველა ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს.

– ვინმე გეხმარებათ?

– არიან ადამიანები,  ვინც გვერდით გვიდგანან.  ერთ–ერთი ტელევიზიაში პანსიონატთან დაკავშირებით ტელერეპორტაჟის გასვლის შემდეგ ჩვენთან მოვიდა ქალბატონი, რომელიც ჩემი მშობლების ექიმი იყო. თურმე წლების განმავლობაში  გვეძებდა. მან შემომთვაზა დახმარება,  გარდა იმისა რომ ექიმია,  ფსიქოლოგიც არის და კარგად  უკრავს. ჩემს მოხუცებს ძალიან უხარიათ მასთან ერთად დროის გატარება, სულ  ჟივილ- ხივილი გვაქვს.  გვინდა ბებოების ანსამბლი  ჩამოვაყალიბოთ.  გვირჩევნია ადამიანი, რომელსაც ჩვენი დახმარება სურს, აქ მოვიდეს და თავად ნახოს რა გვჭირდება,  თანხის ჩარიცხვა აუცილებელი არ არის. 

© photo: courtesy of Ruso Beridzeპანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე
„ბასილიადა“ – მოხუცთა სულის სავანე - Sputnik საქართველო
პანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე

– როგორც  ვიცი ეზოსთან დაკავშირებით პრობლემას გადააწყდით...

– გვაქვს ეზო,  რომელიც მიტოვებული იყო  და  ჩვენს საზღვრებში მოვაქციეთ.  ეზოს გაფორმების მიზნით ორჯერ მივმართეთ შესაბამის უწყებას  და ორივეჯერ  უარი მივიღეთ. დღეს ეს ეზო გასხვისებულია.  ეს ეზო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეზოში დგას ხეები –  შოთიკუნა, ვაჟა, მერი ბებო...  ჩვენი გარდაცვლილი მობინადრეების სახელზე თითო ნერგს ვრგავთ. ჩვენთვის ეს ეზო ცოცხალია.  მან,  ვინც შეიძინა აღნიშნული ტერიტორია,  მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა და ითხოვს ალტერნატიულ ადგილს, რის შემდეგაც  დაგვითმობს ჩვენს მიწას.  სურვილი გვაქვს, რომ  წმინდა მატრონას სახელობის სალოცავი გვქონდეს, მოხუცები წირვაზე  აქტიურად ვერ დადიან, ამიტომ მოძღვარი თავად მოდის ჩვენთან. წაროიდგინეთ რამხელა მადლია უფლის სახლის აშენება  ხანდაზმულთა პანსიონატში. ოცნებები ბევრი გვაქვს,  თუმცა განხორცილების  გზებია რთული. 

© photo: Ruso Beridze / FBპანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე მის ბინადრებთან ერთად
„ბასილიადა“ – მოხუცთა სულის სავანე - Sputnik საქართველო
პანსიონი ბასილიადას დამფუძნებელი რუსო ბერიძე მის ბინადრებთან ერთად

– სამომავლო გეგემები გაგვიზიარეთ?

– გვაქვს ადგილი,  სადაც შეიძლება ერთსართულიანი მსუბუქი კონსტრუქციის შენობა აშენდეს, სადაც სამკერვალოსთან ერთად იქნება ბიბლიოთეკაც.  ხანდაზმულობის ასაკს თავისებური შინაგანი დეპრესია სდევს თან,  ამ მხრივ ბებოებისთვის სამკერვალო საუკეთესო სამსახური იქნება. წარმოიდგინეთ იმ ადამიანის ემოციები,  რომელსაც  ჰგონია რომ უკვე დასასრულია, ზღვარზეა, არაფერი არ ხდება და ამ დროს საკუთარი ხელებით რაღაცეებს ქმნის.  მოხუცებს  პენსიის გარდა,  თავიანთი შემოსავალიც ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0