სიყვარულით გაჯერებული მარტოობის კუნძული

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili8 მარტი
8 მარტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იქნებ მათაც უყვარდათ ოდესღაც ან... დღემდე. იქნებ თავმოყვარეობამ უფლება არ მისცა თითოეულ მათგანს, რომ პატიება ღალატისთვის არშიად შემოევლოთ... იქნებ ვიღაც და სადღაც დღემდე ელოლიავება ფარატინა გაყვითლებულ წერილებსა და სურათებს...

მოქმედების ადგილი: თბილისი, ხანდაზმულთა პანსიონი „ბასილიადა“ 

მოქმედების დრო: 2016 წელი

მოქმედი პირები: მარტოსულები

ნაცრისფერი ცა… ნაცრისფერი ფიქრები… ნაცრისფერი რეალობა… ორსართულიანი სახლი. ჭიშკარი შევაღე და პირველი განცდა — დანაშაულის გრძნობა სახეში გილაწუნებს და თითქოს გაძალებს, რომ უფრო მეტი დაინახო და უფრო მეტად შეიგრძნო ყოფიერების სიმძიმე.

აქ ის ადამიანები არიან, ვისაც ცხოვრებამ ყველაზე საშინელი — სიცოცხლეში ზედმეტობის განცდა აგრძნობინა.

პროლოგი: პანსიონატში 23 ადამიანია, აქედან შვიდი მამაკაცი. ყველაზე ახალგაზრდა 63 წლის ქალბატონია, ყველაზე ჭარმაგი – 87 წლის მოხუცი. პანსიონის ბინადრები ძირითადად გორის, მცხეთისა და გურიის რეგიონიდან არიან. აქ მოსახვედრად აუცილებელი პირობაა — სოციალურად დაუცველი უნდა იყო.

როგორც პანსიონის დირექტორმა რუსუდან ბერიძემ განაცხადა, მსურველი ბევრია და თითქმის ყოველდღე მოდიან თხოვნით, რომ მიიღონ.

მოხუცებულთა სახლი ნაწილობრივ სახელმწიფო დოტაციაზეა, დაფინანსება ერთ ადამიანზე ყოველდღიურად 16 ლარია, რომელშიც შედის კვება, მედიკამენტები, პირადი ჰიგიენის ნივთები, სეზონური სამოსით უზრუნველყოფა, კომუნალური გადასახადები… 

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeაქ მშვიდად არიან და უხარიათ, თუმცა, სინანული მაინც აქვთ. სტკივათ და ამიტომ არ საუბრობენ, ენანებათ და ამიტომ დუმილს ამჯობინებენ, ერთმანეთის დამძიმებული სული დააქვთ და ათბობენ...
აქ მშვიდად არიან და უხარიათ, თუმცა, სინანული მაინც აქვთ. სტკივათ და ამიტომ არ საუბრობენ, ენანებათ და ამიტომ დუმილს ამჯობინებენ, ერთმანეთის დამძიმებული სული დააქვთ და ათბობენ... - Sputnik საქართველო
აქ მშვიდად არიან და უხარიათ, თუმცა, სინანული მაინც აქვთ. სტკივათ და ამიტომ არ საუბრობენ, ენანებათ და ამიტომ დუმილს ამჯობინებენ, ერთმანეთის დამძიმებული სული დააქვთ და ათბობენ...

რუსუდან ბერიძე: „პირველ რიგში საერთო დამოკიდებულებას შევცვლიდი პანსიონატებისადმი, სიტყვა „თავშესაფარს“ ვერ ვიტან. მინდა ადამიანები დამეგობრდნენ ასეთ სახლებთან და არ იყოს იმ კუნძულივით, რომელთანაც მისვლა არ შეიძლება“.

მთავარი გმირები: ყველა ერთ დიდ ოთახში დამხვდა, საგანგებოდ გამოწყობილ-გალამაზებული. თავიდან ეჭვის თვალით გიყურებენ, შეიძლება არც კი… გინდა დუმილი დაარღვიო, გინდა ისეთი სიტყვა იპოვო, ამ ზღვარს რომ გადაგალახინებს და უფლებას მოგცემს მათ სამყაროში მოხვდე. უყურებ და ხვდები, მიუხედავად დღევანდელობისა, თითოეულ მათგანში ცოცხლობს ქალი, თითოეულ მათგანს იდუმალების ელფერი დაჰკრავს… უყურებ და ხვდები — ქალი მარტოობაშიც ძლიერია!

აქ არიან ციალა დეიდა, ლარისა დეიდა, ლიანა დეიდა, რუსიკო დეიდა, ნუნუ დეიდა, ნანული დეიდა, მზია, მარინა, მანანა… ყველას თავისი ისტორია აქვს, თავისი ფიქრი, სიხარული და სინანული…

სურვილები…

სურვილები სხვადასხვანირია: „ძალიან მინდა ადამიანები ადამიანურად იქცეოდნენ“, „ჯანმრთელობა მინდა“, „არაფერს ვდარდობ, ოღონდ აქ ვიყო“, „ეს ჩემი სახლია“…

სახლი — თითქმის ყოველი მათგანის ისტორია სახლს უკავშირდება, რომელიც მოტყუებით წაართვეს, გამოაგდეს, ქუჩაში დატოვეს…

ნუნუ დეიდა: აქ კარგია შვილო, მაგრამ ხომ გაგიგია — დედა გვინდა. წელიწადი და ექვსი თვეა აქ ვარ, მე დავდივარ ჩემებთან, ისინი აქ არ მოდიან. არ მეგონა ასეთი სიბერე თუ მექნებოდა, ახალგაზრდობაში ასეთ ამბავს სხვაზე რომ გავიგებდი, სულ მიკვირდა… 

ყველაზე დამახასიათებელი, რაც ამ ადამიანებს ერთმანეთთან აერთიანებს — შვილი არც ერთს არ ჰყავს, გარდა ლარისა დეიდასი და 73 წლის მამაკაცის, რომელსაც 4 შვილი ჰყავს.

მთავარზე ლაპარაკს ყველა გაურბის, მიუხედავად იმისა, რომ აქ კარგი პირობები აქვთ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები ალბათ ბევრს ფიქრობენ, პასუხგაუცემელი კითხვები გასაქანს არ აძლევთ. ყველა თავისი სურვილით აღმოჩნდა პანსიონში.

— შვილი რომ არ მყავს გული ძალიან მწყდება, ოჯახიც არ შემიქმნია და ძმიშვილებთან და დიშვილებთან ერთად ვცხოვრობდი, შემდეგ ჩემ ოთახზე დაიწყეს ჩხუბი, მე კი ავდექი და წამოვედი. ახლა მთხოვენ დაბრუნდიო, მაგრამ არ მინდა…

იქნებ არ უნდა იმიტომ, რომ თავისნაირი მარტოსულები ნახა, შვება იგრძნო, ნავსაყუდელი იპოვა, დაუმადლებელი პური და წყალი…

იქნებ მათი ცხოვრება სხვანაირი ყოფილიყო შვილები რომ ჰყოლოდათ, იქნებ მარტოობის ამ მკაცრ განაჩენს არიდებოდნენ კიდეც, იქნებ დედაშვილობის მადლი ბევრ გაჭირვებას, უსასოობას და უუნარობას გააძლებინებდა. იქნებ ასეცაა, იქნებ არც კი…

ადამიანი თავისუფალია არჩევანში, მაგრამ შეზღუდულია გადაწყვეტილებებში.

ყველას თავისი ბედისწერა აქვს, ყველა თავის „მე“-ს ეძებს. რაც უფრო წლები გემატება, უფრო მეტს ფიქრობ ყოფიერების სიშლეგეზე. რაც უფრო უღრმავდები ფიქრს, ხვდები, რა აბსურდამდე მიდიხარ. 

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeუყურებ და ხვდები - ქალი მარტოობაშიც ძლიერია!
უყურებ და ხვდები - ქალი მარტოობაშიც ძლიერია! - Sputnik საქართველო
უყურებ და ხვდები - ქალი მარტოობაშიც ძლიერია!

იქნებ ყველაფერი მოჩვენებითი და ყალბია… იქნებ ყველა მარტოსულის ბოლოც ეგ არის. ეს ადამიანები ხომ სითბოს გასცემდნენ ახლობლებისთვის, ამ ადამიანებს ხომ უყვარდათ, ხომ ფიქრობდნენ, ღამეებს ათენებდნენ რომ ჩვენ მშვიდად გვძინებოდა, დროზე გვეჭამა, არაფერი დაგვკლებოდა… ისინი ყველაფერს გასცემდნენ… მომავლის შიშით… დღეს კი, მარტოობით დაღლილები, აქ აღმოჩნდნენ…

იქნებ მათაც უყვარდათ ოდესღაც ან… დღემდე. იქნებ თავმოყვარეობამ უფლება არ მისცა თითოეულ მათგანს, რომ პატიება ღალატისთვის, გულისტკივილისთვის, ცრემლებისთვის არშიად შემოევლოთ… ალბათ ისინიც სასურველები იქნებოდნენ, ალბათ მათზე ფიქრშიც ათენ-აღამებდნენ, იქნებ ვიღაც და სადღაც დღემდე ელოლიავება ფარატინა გაყვითლებულ წერილებსა და სურათებს… 

— იცით, შარშან ჩვენმა მამაკაცებმა 8 მარტი მოგვილოცეს. დილით ადრე წავიდნენ და ყოჩივარდები გვიყიდეს ყველას. ისე გაგვიხარდა — ხვდები, რომ აღფრთოვანებას, აღტაცებას, ქალურობას ასაკი არ აქვს. 

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeიცით, შარშან ჩვენმა მამაკაცებმა 8 მარტი მოგვილოცეს. დილით ადრე წავიდნენ და ყოჩივარდები გვიყიდეს ყველას...
იცით, შარშან ჩვენმა მამაკაცებმა 8 მარტი მოგვილოცეს. დილით ადრე წავიდნენ და ყოჩივარდები გვიყიდეს ყველას... - Sputnik საქართველო
იცით, შარშან ჩვენმა მამაკაცებმა 8 მარტი მოგვილოცეს. დილით ადრე წავიდნენ და ყოჩივარდები გვიყიდეს ყველას...

მიუხედავად იმისა, რომ აქ მშვიდად არიან და უხარიათ, სინანული მაინც აქვთ. სტკივათ და ამიტომ არ საუბრობენ, ენანებათ და ამიტომ დუმილს ამჯობინებენ, ერთმანეთის დამძიმებული სული დააქვთ და ათბობენ…

— შვილო, შენ გყავს ოჯახი?— არა. გათხოვდი, შვილო, დამიჯერე, ვისაც გინდა იმას გაჰყევი, ოღონდ მარტო არ დარჩე.

სუნთქვა მიჭირს, სიტყვები რაღაცნაირად დაპატარავდნენ, აზრი დაკარგეს…

არასდროს მიფიქრია ამაზე, არასდროს ასე არ მიგრძვნია მარტოობის სისასტიკე და მიუსაფრობა. არა, არა, მე ასე არ ვიქნები, მე მათ ვუყვარვარ, მე ისინი ძალიან მიყვარს. არა, მე ეს ბოლო არ მექნება.

ალბათ ყველა ასე ფიქრობს, ისინიც, ალბათ, ასე ფიქრობდნენ, როცა ჩემ ასაკში იყვნენ…

შემეშინდა, შემეცოდა და დამენანა ჩემი თავი… მანამდე კი…

მანქანაში ჩავჯექი და ინსტიქტურად ტელეფონი ავიღე ხელში: დე, როგორ ხარ, მე შენ ძალიან მიყვარხარ…

ანა ქათამაძე


ყველა ახალი ამბავი
0