კოლორიტი ტაქსისტი ვაკიდან

© photo: courtesy of Natia Daushviliტაქსის მძღოლი ელიკო მენთეშაშვილი
ტაქსის მძღოლი ელიკო მენთეშაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალი საჭესთან დღეს უკვე აღარავის უკვირს, თუმცა,  წლების წინ ელიკო მენთეშაშვილი პირველი იყო,  ვინც სტერეოტიპი დაამსხვრია და  ტაქსის მძღოლი გახდა. დღეს ის გარკვეულწილად თბილისის, განსაკუთრებით კი ვაკის კოლორიტია. აბაშიძის  ქუჩის „ბირჟაზე“ მდგომი ტაქსისტი ქალი ყველას იცნობს და  უსალმოდ არავის ტოვებს.

ნინი რაზმაძე

– მოგვიყევით თქვენს შესახებ...

– რვა მარტს 65 წლის გავხდი.  სკოლა სოფელ ქვემო მაჩხაანში დავამთავრე და თბილისში სასწავლებლად ჩამოვედი. აქ ტექნიკური სასწავლებელი დავამთავრე, პროფესიით სასურსათო საქონლის საქონელმცოდნე ვარ. 

© photo: courtesy of Natia Daushviliტაქსის მძღოლი ელიკო მენთეშაშვილი
კოლორიტი ტაქსისტი ვაკიდან - Sputnik საქართველო
ტაქსის მძღოლი ელიკო მენთეშაშვილი

– რატომ გადაწყვიტეთ  ტაქსის მძღოლი  გამხდარიყავით?

– 30 წელი მაღაზიაში ვმუშაობდი, რომლის დახურვის შემდეგ წელიწადნახევარი უმუშევარი ვიყავი. სხვა გზა არ მქონდა და ტაქსის მძღოლად დავიწყე მუშაობა. დაახლოებით 50 წლის ვიყავი, „სატაქსაოდ“  პირველად რომ გამოვედი.

– რთული არ იყო იმ პერიოდში ქალისთვის ტაქსის მძღოლობა?

– იმ პერიოდში მარტო მე ვიყავი ტაქსისტი ქალი,   „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანით ვმოძრაობდი. ჩემი ეს ამპლუა მაშინ ყველას ძალიან უკვირდა. შემდეგ გავიგე, რომ ვორონცოვზეც იყო ერთი ტაქსისტი ქალი, თუმცა, მას პირადად არ ვიცნობდი. დროთა განმავლობაში საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა ქალი–მძღოლების მიმართ. ახლა, როგორც ვიცი, რამდენიმე ტაქსისტი გოგონაა თბილისში. 

მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
მომავლის პედაგოგი წარსულიდან
 

– ვინ გასწავლათ მანქანის მართვა?

– თავად  ვისწავლე. პატარაობიდანვე მქონდა სურვილი და თბილისში  როდესაც ჩამოვედი, მანქანის მართვა ვისწავლე. ჩემს ახალგაზრდობაში ქალაქში არც ამდენი ავტომობილი დადიოდა და არც ასეთი არჩევანი იყო. ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ ჩემი ფულით „ჟიგული“ მეყიდა.  ეს ოცნება 40 წლისამ ავისრულე, როდესაც მართვის მოწმობა ავიღე.

– გახსოვთ ის დღე პირველად  სამუშაოდ რომ გახვედით?

– კონკრეტული დღე არ მახსოვს, თუმცა, კარგად მახსოვს ხალხის რეაქციები. ყველა გაკვირვებული მიყურებდა. ახალგაზრდებს მოსწონდათ ჩემი ტაქსით მგზავრობა, უხაროდათ, თან უკვიდათ და ალბათ,  აინტერესებდათ კიდეც ქალი–ტაქსისტის ნახვა. „სატაქსაოდ“ პირველად რომ გამოვედი, გზებიც არ ვიცოდი, ცოტათი  ვღელავდი კიდეც, მაგრამ ახლა უკვე ეს ჩემი ყოველდღიურობაა. 

© photo: courtesy of Natia Daushviliტაქსის მძღოლი ელიკო მენთეშაშვილი
კოლორიტი ტაქსისტი ვაკიდან - Sputnik საქართველო
ტაქსის მძღოლი ელიკო მენთეშაშვილი

– ჩვენს ქალაქში ავტომობილით გადაადგილება არცთუ ადვილია...

– ერთდერთი სირთულე მძღოლისთვის საცობებია. რაც შეეხება „ტაქსაობას“, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. სხვადასხვა კატეგორიის, ხასიათის ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა –  ზოგი მთვრალია, ზოგმა შეიძლება ნერვებიც კი მოგიშალოს... ღამითაც მიწევს მუშაობა,  თუმცა,  ვცდილობ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მანქანაში არ ჩავისვა. შორს მანძილზე მოძრაობასაც ვერიდები.

– თქვენი გადასახედიდან, როგორია ძველი და ახალი თბილისი?

– ადრე უფრო ნორმალური ვითარება იყო. გზები თავისუფალი იყო, ეხლა კი სულ საცობებია. დღეს ხალხს მატერიალურად გაუჭირდა და თითქმის ყოველი მეორე „ტაქსაობით“ ცდილობს შემოსავალი იპოვოს. ამიტომ კონკურენცია დიდია. მე მარტო ვარ და ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყაროც ესაა.

– ლოკაციის ადგილად ვაკე რატომ აირჩიეთ?

– აქ ვცხოვრობ, აქ ვმუშაობდი წლების განმავლობაში და სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს ადგილი. რა თქმა უნდა, თბილისის თითქმის ყველა უბანში ვმოძრაობ, მაგრამ ჩემი „ბირჟა“ აქ არის.  „ბირჟაზე“ ერთადერთი ქალი ვარ და მამაკაცებიც შესაბამისად მექცევიან. ვაკეში ერთი ტაქსისტი ქალი მე ვარ და ყველა მიცნობს და ყველას ვიცნობ. ხან ვინ ამიწევს ხელს, ხან ვინ მომიკითხავს და  ამას განა რამე ჯობია? 

ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
„ტაქსების რევოლუცია“ - ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას ემუქრებიან

– მანქანის მართვის 25–წლიანი გამოცდილება გაქვთ, შესაბამისად  საინტერესო ისტორებიც გექნებათ...

– 15 წლის განმავლობაში სულ ორი შემთხვევა მახსენდება, როდესაც კლიენტმა მგზავრობის საფასური არ გადამიხადა. ერთხელ ორი ნასვამი მამაკაცი ჩამიჯდა მანქანაში, მაღაზიასთან შემაჩერებინეს, ერთ–ერთი მათგანი  მაღაზიაში შევიდა და დიდხანს რომ აღარ დაბრუნდა, მეგობარი მის მოსაკითხად გადავიდა. რაღაც დროის ლოდინის შემდეგ, მივხვდი, რომ ტყუილუბრალოდ ველოდებოდი... სულ ვცდილობ მოვერიდო მსგავს სიტუაციებს. გუშინ ერთი  მამაკაცი ჩამიჯდა, რომ დამინახა ქალი–ტაქსისტი, ცოტა გაუკვირდა.  წარმოშობით ჩემი რაიონიდან აღმოჩნდა, კარგად ვისაუბრეთ, ბოლოს კი იმაზე მეტი გადამიხადა, ვიდრე ეკუთვნოდა.

– სხვა სამსახურის ძებნა არასდროს გიცდიათ?

– თავიდან ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვიპოვე.  ეხლა უკვე სხვაგან ვეღარ ვიმუშავებ.  ტაქსის მძღოლობას ძალიან შევეჩვიე. ტაქსი არის ჩემი ყოველდღიურობა, შემოსავლის წყარო, ახალი ნაცნობობა, ადამიანებთან ურთიერთობები.  სამუშაოდ დილით გამოვდივარ, პიკის საათებში კი როცა დიდი საცობია, ვისვენებ. შემდეგ კი ისევ ვუბრუნდები ჩემს საქმეს და გვიან ღამემდე ვმუშაობ.

– როგორც თქვით  ოცნება  აისრულეთ   და „ჟიგული“ იყიდეთ, ეხლა   რაზე ოცნებობთ?

– მინდა ჯანმრთელად ვიყო, რომ მუშაობა და საკუთარი თავის რჩენა შევძლო. გარდა ამისა, მინდა გარშემომყოფები ბედნიერად მყავდნენ. სხვა საოცნებო აღარაფერი მაქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0