ელისო ბოლქვაძე - მუსიკა მშვიდობისათვის

© photo: courtesy of Eliso Bolkvadzeელისო ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში 2-8 სექტემბერს მუსიკის ნამდვილი ზეიმი გაიმართება: კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest შეკრებს ცნობილ და ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან და უნგრეთიდან.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო" 2017 წელს Batumi Music Fest-ის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

ფესტივალის დამფუძნებელმა, ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა ფესტივალის ამაღლებული მიზნების, დატვირთული პროგრამის, ლეგენდარული სტუმრების და საკუთარ შემოქმედებითი გეგმების შესახებ.

- ელისო, მოგესალმებით. წელს ფესტივალის პროგრამა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. რა ელის Batumi Music Fest-ის სტუმრებს?

— წელს ფესტივალზე მსმენელი არა მარტო კლასიკურ მუსიკას მოისმენს, არამედ ქართულ ფოლკლორსა და პოეზიას. მინდა წმინდა მუსიკალური ფესტივალის ჩარჩოებს გავცდე და ვაქციო ის არტ-ფესტივალად, რათა ის უფრო მასშტაბური გახდეს.

© Архив Элисо Болквадзеცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე
Знаменитая грузинская пианистка Элисо Болквадзе - Sputnik საქართველო
ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე

- ფესტივალის მონაწილეები იქნებიან როგორც სახელოვანი მუსიკოსები, ისე ამომავალი ვარსკვლავებიც. გვიამბეთ მათ შესახებ.

— წელს ფესტივალის თითოეულ კონცერტს მისთვის დამახასიათებელი დატვირთვა გააჩნია. მაგალითად, 2 სექტემბერს ფესტივალს ვხსნით კონცერტით — ლონდონიდან ჩამოვა სომეხი ვიოლონჩელისტი ალექს ჩაუშიანი, უამრავი ფესტივალის ლაურეატი და საოცარი სოლისტი. მე ვასრულებ ბეთჰოვენის №1 კონცერტს ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელიც დავით მუქერიამ შექმნა. ამჟამად ორკესტრი განახლებული შემადგენლობით წარდგება, რაც აუცილებლად აისახება შესრულების ხარისხზე — ის გაცილებით უკეთესი იქნება.

- ფესტივალის სტუმარი იქნება ფერენც ლისტის სახელობის უნგრეთის კამერული ორკესტრი…

— დიახ, 3 სექტემბერს ბუდაპეშტიდან ჩამოვა ლეგენდარული კამერული ორკესტრი. საერთაშორისო სცენაზე ის 40 წელია არსებობს. მათ ძალიან თავისებური, დატვირთული და საინტერესო პროგრამა აქვთ. 4 სექტემბერს დაუკრავს ახალგაზრდა ფრანგი პიანისტი, რომელსაც უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. ის სენ-სანს დაუკრავს. ეს საღამო ფრანგული მუსიკის ეგიდით გაიმართება. კონცერტზე სპეციალურად ჩამობრძანდება საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მონიე.

© Архив Элисо Болквадзеცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე
Знаменитая грузинская пианистка Элисо Болквадзе - Sputnik საქართველო
ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე

- დაგვისახელეთ ფესტივალის ქართველი მონაწილეები.

— ფოლკლორული ანსამბლი "ქართული ხმები" — საქართველოს ეროვნული მონაპოვარია. ეს ანსამბლი დიდი ხანია არსებობს, ის ძალიან პოპულარულია და მას შთამბეჭდავი რეპერტუარი გააჩნია. რატომ შევარჩიე ეს ანსამბლი? იმიტომ, რომ წელს მათ გააკეთეს პროგრამა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონისა და კუთხის პოლიფონიური კომპოზიცია შევიდა. ეს ძალიან საინტერესოდ ჟღერს, ნამდვილი ეროვნული მონაპოვარია. ეს იქნება ლამაზი ფოლკლორის ქართული საღამო.

- როგორც ცნობილია, Batumi Music Fest-ზე აგრეთვე იტალიელი პიანისტი პიეტრო დე მარია დაუკრავს?

— დიახ, ეს არის დიდი მაესტრო ძალიან საინტერესო რეპერტუარით, რომელიც მთელს მსოფლიოში უკრავს. ეს მისი სოლო-კონცერტი იქნება, რომელსაც საქართველოში იტალიის ელჩი დაესწრება. შემდეგ ჩატარდება მურმან ჯინორიას საღამო, ის ქართულ პოეზიას წაიკითხავს. ჯინორიამ სპეციალური თემატიკა შეარჩია — მუსიკა ქართველი პოეტების შემოქმედებაში.

© Архив Элисо Болквадзеცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე
Знаменитая грузинская пианистка Элисо Болквадзе - Sputnik საქართველო
ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე

- რას იტყვით რუს პიანისტ ალექსანდრა მასალიოვაზე?

— ალექსანდრა მასალიოვა 7 სექტემბერს წარდგება. ამ გოგონას დიდი ხანია ვიცნობ. ის უკვე ათი წელია მიშელ სონის SOS TALENTS პიანისტთა საერთაშორისო ფონდის წევრია, მეც ამ ფონდის წარმომადგენელი ვარ. მასალიოვა ძალიან თავისებური პიანისტია, ძალიან საინტერესოა. პირველ დღეს დაუკრავს ბახის კონცერტს (რე-მინორი), მეორე დღეს — რუსულ პროგრამას, ჩაიკოვსკის "დუმკას". ზოგადად ის რუსი პიანისტების ახალგაზრდა, ახალი თაობის წარმოდგენელია.

- არ შეიძლება არ აღინიშნოს პიანისტთა ახალგაზრდა ქართული თაობა — ანა ყიფიანი და დავით ალადაშვილი.

— დიახ, ანა ყიფიანი — ასევე SOS Talents-ის ფონდის წევრია. ის მოცარტის კონცერტს დაუკრავს. ძალიან ნიჭიერი და საინტერესოა, ლონდონში სწავლას იწყებს. 7 სექტემბრის საღამოს ვუწოდებდი „ახალგაზრდა ვარსკვლავები", ანუ ისინი არა ამომავალი ვარსკვლავები, არამედ უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავები არიან. პიანისტი დავით ალადაშვილიც, რომელიც „ჯულიარდში" სწავლობდა — მას უკვე საკუთარი რეპუტაცია გააჩნია, ის ყველას უყვარს. მის მოსასმენად ადამიანები სპეციალურად თბილისიდან ჩამოდიან. ის დაუკრავს ბეთჰოვენის №3 კონცერტს ორკესტრის თანხლებით.

© https://www.facebook.com/Elisso-Bolkvadze-254867937889497/ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე
Грузинская пианистка Элисо Болквадзе - Sputnik საქართველო
ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე

- გვიამბეთ ფესტივალის დასკვნით გალა-კონცერტზე.

— ის 8 სექტემბერს შედგება და ასევე ახალგაზრდა პიანისტებს მიეძღვნება. ამ საღამოზე SOS Talents-ის ფონდთან დაკავშირებულ, სრულიად ახალგაზრდა პიანისტებს მოუსმენთ, რომლებმაც უკვე სახელი გაითქვეს. ეს არის ბარბარე თათარაძე, ილია ლომთათიძე, ანა ყიფიანი, ალექსანდრა მასალიოვა. მეც ერთ ნომერს შევასრულებ. ეს ერთგვარი სიურპრიზი იქნება — მიშელ სონისთან ერთად ოთხ ხელში ლისტის მეორე რაფსოდიას დავუკრავ.

ბათუმის მუსიკალური ცენტრი - Sputnik საქართველო
Batumi Music Fest იუნესკოს პატრონაჟით გაიმართება

- ელისო, ფესტივალის მუსიკალური ნაწილის გარდა, Batumi Music Fest-ის თაყვანისმცემლებს კიდევ რას შესთავაზებთ?

— ფესტივალის ფარგლებში ჩენთან გაიხსნება ე.წ. Art Camp — არტ-ბანაკი. ეს ღონისძიება განათლების სამინსიტროს მხარდაჭერით ტარდება. როდესაც ალექსანდრე ჯეჯელავას ეს პროექტი შევთავაზე, ის მას ძალიან მოეწონა და მან ის მაშინვე აიტაცა. პროექტის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ფესტივალზე ჩამოვიყვანოთ საქართველოს ყველა რეგიონიდან 350 ბავშვი, არა მუსიკოსი, 7-დან 17 წლამდე ასაკის. ფესტივალის 9 დღის განმავლობაში ისინი ყოველდღიურად დაესწრებიან კონცერტებს, აგრეთვე ჩვენ მათ მუსიკალურ ტრენინგებს შევთავაზებთ. ერთი სიტყვით, ამ ბავშვებს მუსიკას მივაჩვევთ. ყოველ დილით 10-დან 12 საათამდე მათ ჩაუტარებს ტრენინგებს ჩვენი პროფესორი მარინა ლობჟანიძე. ის სპეციალურად მათთვის შეადგენს პროგრამას, რომელიც ადაპტირებული იქნება მუსიკალური განათლების არმქონე ბავშვებისათვის, თუმცა ისინი კლასიკური მუსიკის პოტენციური მსმენელები უნდა გახდნენ. კლასიკური მუსიკა პოპულარობას კარგავს. ეს საყოველთაო პრობლემაა და ჩვენი ფესტივალი ამ მიმართულებით იმუშავებს. კლასიკური მუსიკა უნდა იყოს არამარტო ელიტარული, არამედ პოპულარულიც.

© Архив Элисо Болквадзеცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე
Знаменитая грузинская пианистка Элисо Болквадзе - Sputnik საქართველო
ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე

- არის თუ არა გათვალისწინებული რომელიმე კონკურსი არტ-ბანაკის აღსაზრდელთათვის?

— არტ-ბანაკი — თავად კონკურსია. მას მიშელ სონის SOS Talents-ის ფონდი აფინანსებს. თავად სონი, ფორტეპიანოსათვის ინოვაციური მეთოდის ავტორი, ჩაატარებს ორდღიან მასტერ-კლასებს, რომელსაც 9-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები დაესწრებიან. ეს ის ბავშვები არიან, რომელთაც მასტერ-კლასებზე საკუთარი თავის წარმოჩენა სურთ. მათ ყველას მივეცი შანსი მოხვედრილიყვნენ ამ კონკურსზე, თითოეულს 12 წუთი მიეცემა იმისათვის, რომ თავისი ოსტატობა აჩვენოს. განაცხადი 25 ბავშვმა შემოიტანა, მალე კენჭისყრა გაიმართება. ნებისმიერ შემთხვევაში ექვსი პრემია იქნება. ვფიქრობ, ეს მათთვის კარგი იმპულსი და საკუთარი თავის წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობა იქნება. თუ რომელიმე ბავშვი დიდ ნიჭს გამოავლენს, მას მაშინვე პერსპექტივა გაუჩნდება: მას ექნება კონცერტები, საერთაშორისო პროგრამები, მასტერ-კლასები. ჩვენგან იქნება ყველანაირი ხელშეწყობა. სწორედ ამაშია ფესტივალის აზრი — საგანმანათლებლო ელემენტები, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ხაზს და ასევე კულტურულ დიპლომატიას ვავითარებ და მომავალშიც განვავითარებ.

- საქართველოში ეს ფესტივალი პირველად ჩატარდება UNESCO-ს პატრონაჟით. რა ნიშნავს ეს?

— UNESCO-ს პატრონაჟით ღონისძიების ჩატარება — ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია, ეს ძალიან იშვიათად ხდება. UNESCO უმიზეზოდ პატრონაჟს არ უწევს, თუ რამე განსაკუთრებული რეგულაცია არ არის. რადგან 2015 წელს მე „UNESCO-ს არტისტი" გავხდი, ჩემს ამოცანებში შედის მუსიკალური განათლების სფეროში სპეციალური პროგრამების შექმნაში დახმარების გაწევა. UNESCO მიიჩნევს, რომ Batumi Music Fest — საერთაშორისო კულტურული ცენტრია, სადაც იკრიბებიან ნიჭიერი მუსიკოსები და რომელიც თანამედროვე განათლების აქტუალურ და პრობლემურ თემებს განიხილავს, რითაც UNESCO არის დაკავებული. UNESCO განიხილავს მუსიკალურ განათლებას როგორც სოციუმის განვითარებას. მუსიკა — არამარტო ფუფუნებაა, ეს დედამიწაზე მშვიდობის მიღწევის საშუალებაა.

© FB / Elisso Bolkvadze ელისო ბოლქვაძე და ანჯელინა ჯოლი
Анджелина Джоли и Элисо Болквадзе - Sputnik საქართველო
ელისო ბოლქვაძე და ანჯელინა ჯოლი

- ანუ მნიშვნელოვანია მუსიკის გამოყენება არამარტო სიამოვნებისათვის, არამედ ჰუმანური მიზნების მისაღწევად?

— რა თქმა უნდა, მხოლოდ ამისათვის. თავიდანვე არ ვაპირებდი გამომეყენებინა ჩვენი ფესტივალი კომერციული მიზნებისათვის, ანუ მხოლოდ ბილეთები გაგვეყიდა. რა თქმა უნდა, ბილეთებს ვყიდით. მაგრამ ყველა ბილეთი ძალიან იაფია, ეს სპეციალურად იმისათვის გაკეთდა, რომ ყველას ჰქონოდა ფესტივალის დასწრების შესაძლებლობა. საქართველოში მუსიკის ყველა მოყვარულს არ აქვს ისეთი საშუალება, რომ 100-ლარიანი ბილეთი შეიძინოს. ჩვენ სპეციალურად გავაკეთეთ, რომ 10, 15, მაქსიმუმ 20 ლარად ყველას ჰქონოდა მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა. ეს პოპულარიზაციის ერთი მხარეა. ეს სახელმწიფო პროექტია, რომელიც უნდა დაეხმაროს საქართველოს მომავალ თაობას. ძალიან მნიშვნელოვანია თაობის ჩამოყალიბება, რომელიც თავისუფლად იაზროვნებს, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი იქნება, ეყვარება მუსიკა, რომლის გამო ისინი არ გახდებიან რეციდივისტები, ყაჩაღები და ა.შ. ახალგაზრდა თაობის მორალიზაცია — ძალიან მნიშვნელოვანი და ჰუმანური პროცესია, რომლის ფარგლებში UNESCO მხარს უჭერს ჩვენს ფესტივალს. და თითოეულ სიტყვას, ინფორმაციას, ინტერვიუს, რა თქმა უნდა, UNESCO-ს ვუგზავნით. თავის მხრივ, UNESCO თავისი უზარმაზარი საინფორმაციო ქსელის მეშვეობით მთელ მსოფლიოს ამცნობს იმის შესახებ, რომ საქართველოში, ბათუმში, არსებობს ასეთი მუსიკალური ფესტივალი, რომელზეც UNESCO-ს უმნიშვნელოვანესი საკითხების ინტეგრირება ხდება.

- გვიამბეთ თქვენი მომავალი შემოქმედებითი გეგმების შესახებ.

— მომავალი წლის იანვარში ახალი კომპაქტ-დისკის ჩაწერას ვიწყებ, ჩაწერა ორ კვირას გაგრძელდება, ამისათვის სერიოზულად უნდა მოვემზადო. ეს იქნება შოპენის სონატები. ასე რომ ახლა ძალიან დაძაბული გრაფიკი მაქვს. ბათუმის შემდეგ მივემგზავრები ბაქოში, ერევანში, იაპონიაში, შემდეგ კოპენჰაგენში. მესამედ დავუკრავ კიევში. იქ რამდენიმე წელია არ ვყოფილვარ, ახლა მიმიწვიეს, დიდი სიამოვნებით ჩავატარებ ფილარმონიაში სოლო-კონცერტს. 2018 წლის თებერვალში ამერიკაში მივემგზავრები.

ყველა ახალი ამბავი
0