გიორგი ვოლსკი: „არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებას წინ ვერაფერი დაუდგება!“

© Sputnik / STRINGERპარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი
პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას ფიქრობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ მოხმდარ აფეთქებაზე, მოახდენს თუ არა გავლენას წინასაარჩევნო გარემოზე ეს ფაქტი და რა მოლოდინები აქვს ხელისუფლებას 8 ოქტომბრის არჩევნებზე - ამ და სხვა თემებზე გთავაზობთ „Sputnik” -ის კორესპონდენტ თენგიზ ჩოჩუას ინტერვიუს.

 —ბატონო გიორგი,  გივი თარგამაძემ “რუსთავი-2”- ის ეთერიდან ღიად დაადანაშაულა დღევანდელი ხელისუფლება მის წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტში.

— დავიწყოთ იქიდან, რომ კაცი, რომელიც ამხელა აფეთქებას გადაურჩა, მანქანიდან გადმოსვლისთანავე ხმამაღლა გაჰყვირის, ეს ივანიშვილმა გააკეთაო. გამახსენდა   ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წუთში მერაბიშვილის განცხადება, პრემიერი გაზით გაიგუდაო, როცა ჯერ არც ექსპერტიზა იყო ჩატარებული და არც კრიმინალისტებს ემუშავათ. ხომ არ გაგონდებათ ის კადრები, ხურჩაში ჩვენი მოქალაქეებით სავსე ავტობუსს თავად რომ ესროლეს და მერე აფხაზებს რომ  აბრალებდნენ? ეტყობა, ამ ხელწერას თავი ვერ დააღწიეს. მე სხვა ფაქტებიც მახსენდება, იგივე  ყოფილი პრეზიდენტის საუბრები გვარამიასთან, ბოკერიასთან და სხვებთან, იქ იყო ფრაზები და მოწოდებები ძალადობრივი ხასიათის და პირდაპირი მითითებები, როგორ უნდა აეფეთქებინათ მანქანები, როგორ მოეწყოთ ბარიკადები და ა.შ. 

აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
აშშ ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ძალადობისგან თავი შეიკავონ
 

ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში ნამდვილად არ შედის ვინმეს აფეთქება, თანაც —  გივი თარგამაძის, კაცის, რომელსაც უამრავი კრიმინალური თემა უკავშირდება. სამ სხვადასხვა ქვეყანაში  ჩავიდა ვითომ ოპოზიციის დასახმარებლად. გახსოვთ, ალბათ, უკრაინაში მოჭიდავეების დახმარებით ტიმოშენკოს რომ ეხმარებოდა. იგივე მოხდა ბელორუსში და მოსკოვში. სამივეჯერ ჩაიწერეს მისი საუბრები ადგილობრივ პოლიტიკოსებთან და სამივეჯერ მეორე დღეს ყველა დააპატიმრეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს აფეთქება მის კრიმინალურ წარსულს უკავშირდებოდეს, თუმცა აფეთქების ხასიათიდან გამომდინარე, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს აქტი მათივე მოწყობილია. არაფერს ვამტკიცებ, ეს გამოძიების პრეროგატივაა, უბრალოდ, ვარაუდს გამოვთქვამ. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე დღეა, შეხვედრებს ვატარებთ უცხოელებთან და ყველას შეფასება ერთმნიშვნელოვანია- საარჩევნო გარემო არის გამჭვირველე. ჩვენ კი ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მის მაღალ დონეზე ჩატარებას წინ ვერაფერი დაუდგეს.

- ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო 7 ოქტომბერს ოდესაში ჩადის, შესაბამისად, სააკაშვილი თურქეთის საზღვართან ვერ მოვა, როგორც ამას „ნაციონალური“ ხელისუფლება აანონსებს, რადგან ოდესაში უნდა იყოს.

— უკრაინის პრეზიდენტის დღის განრიგზე ვერანაირ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუმცა სააკაშვილისთვის კარგი მიზეზია იმის გასამართლებლად, რატომ ვერ ჩავიდა საქართველოს საზღვართან.

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0