21:05 31 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6363
  • 100 RUB4.1226
  • USD3.2845
ინფოგრაფიკა

ფულადი გზავნილები: რამდენი ვალუტა გადმოაგზავნეს საქართველოში

მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (502)
147 0 0
ფულადი გზავნილები: რამდენი ვალუტა გამოაგზავნეს საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

2019 წლის იანვარ–დეკემბერში საქართველოში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობიდან რუსეთის წილი 24,7%-ია.

2019 წელს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, 2018 წელთან შედარებით, 9,3%-ით გაიზარდა და 1,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში. 

საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. ამასთან, 2019 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 6,6%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2018 წლის იმავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ წლის განმავლობაში დაახლოებით 429 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 24,7%-ია.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან: იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

2019 წელს საქართველოდან უცხოეთში გადაირიცხა დაახლოებით 237,4 მლნ დოლარი, რაც 2,8%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (502)

მეტი ინფოგრაფიკა

მთავარი თემები