05:50 10 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2606
  • 100 RUB4.6194
  • USD2.9446
ინფოგრაფიკა

როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში

მოკლე ბმულის მიღება
107 0 0
ფასების კალეიდოსკოპი საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მონაცემებით, 2019 წლის ივნისში საქართველოში ინფლაციამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,3% შეადგინა.

წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად მოიმატა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (+20%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (+6,5%), დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე (5%).

გარდა ამისა, გაძვირდა ტრანსპორტი (+3,2%), ჯანდაცვა (+2,9%), განათლება (+2,6%), მომსახურება და სასტუმროები, კაფე და რესტორნები (+2,5%) და სხვა სფეროები.

ამასთან, 6,9%–ით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გაიაფდა ასევე კავშირგაბმულობის ტარიფები (+2,6%). საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 4,7% შეადგინა, რაც განპირობებული იყო ერთჯერადი ფაქტორების მნიშვნელოვანი ზეგავლენით, მათ შორის აქციზის გაძვირებით თამბაქოს ნაწარმზე წლის დასაწყისში და მსოფლიო ბაზრებზე ბენზინის გაძვირებით.

დოკუმენტში აღნიშულია, რომ არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარი პირობებით, მოსალოდნელია ინფლაცია, ხოლო მომდევნო წლის დასაწყისიდან საგარეო, ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 3%-იან მიზნობრივ დონეს მიუახლოვდება.

მეტი ინფოგრაფიკა

  • საქართველო ნაკლებ საწვავს ყიდულობს
    Last update: 14:04 04.11.2019
    14:04 04.11.2019

    საქართველო ნაკლებ საწვავს ყიდულობს

    საქართველომ 2019 წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდში 779,4 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, რაც 4,3%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში

    141
  • რა საფრთხეების შემცველია ბუნებრივი აირი
  • საქართველოს მშპ   2019 წლის  II კვარტალი
    Last update: 16:49 01.10.2019
    16:49 01.10.2019

    ვაჭრობა და მრეწველობა: ლიდერები მშპ-ის სტრუქტურაში

    2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მშპ-ის ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში

    92
  • როგორ შეიცვალა ხელფასები საქართველოში
    Last update: 19:24 20.09.2019
    19:24 20.09.2019

    ხელფასები საქართველოში

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალოთვიურმა ხელფასმა 1179,8 ლარი შეადგინა, რაც 6,9%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

    271

მთავარი თემები