წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად მოიმატა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (+20%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (+6,5%), დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე (5%).
გარდა ამისა, გაძვირდა ტრანსპორტი (+3,2%), ჯანდაცვა (+2,9%), განათლება (+2,6%), მომსახურება და სასტუმროები, კაფე და რესტორნები (+2,5%) და სხვა სფეროები.
ამასთან, 6,9%–ით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გაიაფდა ასევე კავშირგაბმულობის ტარიფები (+2,6%). საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 4,7% შეადგინა, რაც განპირობებული იყო ერთჯერადი ფაქტორების მნიშვნელოვანი ზეგავლენით, მათ შორის აქციზის გაძვირებით თამბაქოს ნაწარმზე წლის დასაწყისში და მსოფლიო ბაზრებზე ბენზინის გაძვირებით.
დოკუმენტში აღნიშულია, რომ არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარი პირობებით, მოსალოდნელია ინფლაცია, ხოლო მომდევნო წლის დასაწყისიდან საგარეო, ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 3%-იან მიზნობრივ დონეს მიუახლოვდება.