11:15 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ინფოგრაფიკა

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ტოპ–10

მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (342)
11310
ვისთან ვაჭრობს საქართველო
© Sputnik / Konstantin Ivanov.

2019 წლის იანვარ–აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  2,3%–ით გაიზარდა და დაახლოებით 3,9 მლრდ დოლარი შეადგინა.

 

2019 წლის დასაწყისიდან ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,9%–ით გაიზარდა და 1,1 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 8,4%–ით გაიზარდა და 2018 წლის იანვარ–აპრილთან შედარებით 739,9 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან პროდუქციის საკმაოდ ფართო ასორტიმენტი გადის – ქვეყანა ყიდის სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, ნატურალურ ღვინოს, სამკურნალო საშუალებებს, მინერალურ წყლებს, დამუშავებულ ან ნახევრადდამუშავებულ ოქროს, თხილს და სხვ.

ამავე დროს, 2019 წლის იანვარ–აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტი 3,1%–ით შემცირდა და 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა.

ქვეყანაში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2019 წლის იანვარ–აპრილში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა დაახლოებით 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 41,3%–ია.
2019 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი –  აღნიშნულ პერიოდში ამ ქვეყნებთან   სავაჭრო ბრუნვამ 1,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34,6%–ია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (342)

მეტი ინფოგრაფიკა

  • საქართველო ნაკლებ საწვავს ყიდულობს
    Last update: 14:04 04.11.2019
    14:04 04.11.2019

    საქართველო ნაკლებ საწვავს ყიდულობს

    საქართველომ 2019 წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდში 779,4 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, რაც 4,3%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში

    133
  • რა საფრთხეების შემცველია ბუნებრივი აირი
  • საქართველოს მშპ   2019 წლის  II კვარტალი
    Last update: 16:49 01.10.2019
    16:49 01.10.2019

    ვაჭრობა და მრეწველობა: ლიდერები მშპ-ის სტრუქტურაში

    2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მშპ-ის ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში

    91
  • როგორ შეიცვალა ხელფასები საქართველოში
    Last update: 19:24 20.09.2019
    19:24 20.09.2019

    ხელფასები საქართველოში

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალოთვიურმა ხელფასმა 1179,8 ლარი შეადგინა, რაც 6,9%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

    269

მთავარი თემები