https://sputnik-georgia.com/20210816/da-erT-dRes-mokvdnen-saqarTveloSi-uxucesi-wyvili-tragikulad-daiRupa-252598097.html
და ერთ დღეს დაიხოცნენ: საქართველოში უხუცესი წყვილი ხანძარს ემსხვერპლა
და ერთ დღეს დაიხოცნენ: საქართველოში უხუცესი წყვილი ხანძარს ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე ხანდაზმული მეუღლეები დაიბადნენ ერთ დღეს – 1 იანვარს, ერთ სოფელში გაიზარდნენ და ერთად 76 წელი იცხოვრეს. 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T18:50+0400
2021-08-16T18:50+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24772/99/247729970_0:100:2500:1513_1920x0_80_0_0_a96f6b50715d5de6804923c07cd6aa78.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში მცხოვრები საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი – ნოე მუმლაძე და მარო ციცვიძე-მუმლაძე საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ. ამის შესახებ დაწერა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ თავის Facebook-გვერდზე.გასულ ზამთარს ნოე და მარიამი Sputnik-საქართველოს ვიდეოსიუჟეტის გმირები გახდნენ. 2020 წელს მათ 100 წელი შეუსრულდათ. მეუღლეები დაიბადნენ ერთ დღეს – 1 იანვარს, ერთ სოფელში გაიზარდნენ და ერთად 76 წელი იცხოვრეს.„ქალბატონ მაროს და ბატონ ნოეს ხშირად ვსტუმრობდი და ყოველთვის სიამოვნებით ვისმენდი მათი სიყვარულის და თანაცხოვრების ისტორიას. ერთ დღეს დაიბადნენ და ერთ დღეს აღესრულნენ. თანავუგრძნობ გარდაცვლილების ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვინც ამ კეთილშობილ მოხუცებს იცნობდა და გულშემატკივრობდა“, – დაწერა მოდებაძემ.ნოესა და მაროს 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავთ. ახლა ყველა მათგანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობს, თავად ნოემ და მარიამმა კი მშობლიურ სოფელში დარჩენა ამჯობინეს.ყველაზე უფროსი შვილი 73 წლისაა, უმცროსი – 64 წლის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24772/99/247729970_0:21:2500:1592_1920x0_80_0_0_7fd94b8aa6f2a3206741be89ac45328a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
და ერთ დღეს დაიხოცნენ: საქართველოში უხუცესი წყვილი ხანძარს ემსხვერპლა
18:50 16.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოში ყველაზე ხანდაზმული მეუღლეები დაიბადნენ ერთ დღეს – 1 იანვარს, ერთ სოფელში გაიზარდნენ და ერთად 76 წელი იცხოვრეს.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში მცხოვრები საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი – ნოე მუმლაძე და მარო ციცვიძე-მუმლაძე საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ. ამის შესახებ დაწერა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ თავის
Facebook-გვერდზე.
გასულ ზამთარს ნოე და მარიამი Sputnik-საქართველოს ვიდეოსიუჟეტის გმირები გახდნენ. 2020 წელს მათ 100 წელი შეუსრულდათ. მეუღლეები დაიბადნენ ერთ დღეს – 1 იანვარს, ერთ სოფელში გაიზარდნენ და ერთად 76 წელი იცხოვრეს.
„ქალბატონ მაროს და ბატონ ნოეს ხშირად ვსტუმრობდი და ყოველთვის სიამოვნებით ვისმენდი მათი სიყვარულის და თანაცხოვრების ისტორიას. ერთ დღეს დაიბადნენ და ერთ დღეს აღესრულნენ. თანავუგრძნობ გარდაცვლილების ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვინც ამ კეთილშობილ მოხუცებს იცნობდა და გულშემატკივრობდა“, – დაწერა მოდებაძემ.
ნოესა და მაროს 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავთ. ახლა ყველა მათგანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობს, თავად ნოემ და მარიამმა კი მშობლიურ სოფელში დარჩენა ამჯობინეს.
ყველაზე უფროსი შვილი 73 წლისაა, უმცროსი – 64 წლის.