და ერთ დღეს დაიხოცნენ: საქართველოში უხუცესი წყვილი ხანძარს ემსხვერპლა

© Sputnik / Vladimir Umikashviliნოე და მარო მუმლაძეები
ნოე და მარო მუმლაძეები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
საქართველოში ყველაზე ხანდაზმული მეუღლეები დაიბადნენ ერთ დღეს – 1 იანვარს, ერთ სოფელში გაიზარდნენ და ერთად 76 წელი იცხოვრეს.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში მცხოვრები საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი – ნოე მუმლაძე და მარო ციცვიძე-მუმლაძე საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ. ამის შესახებ დაწერა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ თავის Facebook-გვერდზე.
გასულ ზამთარს ნოე და მარიამი Sputnik-საქართველოს ვიდეოსიუჟეტის გმირები გახდნენ. 2020 წელს მათ 100 წელი შეუსრულდათ. მეუღლეები დაიბადნენ ერთ დღეს – 1 იანვარს, ერთ სოფელში გაიზარდნენ და ერთად 76 წელი იცხოვრეს.
© video: Sputnik / Vladimir Umikashvili / Anna Anastasiadiმარადიული სიყვარული: საოცარი ასწლიანი ისტორია საქართველოდან
მარადიული სიყვარული: საოცარი ასწლიანი ისტორია საქართველოდან - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მარადიული სიყვარული: საოცარი ასწლიანი ისტორია საქართველოდან
„ქალბატონ მაროს და ბატონ ნოეს ხშირად ვსტუმრობდი და ყოველთვის სიამოვნებით ვისმენდი მათი სიყვარულის და თანაცხოვრების ისტორიას. ერთ დღეს დაიბადნენ და ერთ დღეს აღესრულნენ. თანავუგრძნობ გარდაცვლილების ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვინც ამ კეთილშობილ მოხუცებს იცნობდა და გულშემატკივრობდა“, – დაწერა მოდებაძემ.
ნოესა და მაროს 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავთ. ახლა ყველა მათგანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობს, თავად ნოემ და მარიამმა კი მშობლიურ სოფელში დარჩენა ამჯობინეს.
ყველაზე უფროსი შვილი 73 წლისაა, უმცროსი – 64 წლის.
ყველა ახალი ამბავი
0